მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრეზიდენტმა მიიღო  საქართველოს ელჩი სომხეთში

რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე მიიღო. ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტის აპარატი.

„ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობები ხელს შეუწყობს ორმხრივი დღის წესრიგის შემდგომ გაფართოებას და ახალი ჰორიზონტების დაპყრობას. ჩვენი ურთიერთობები ასევე სამაგალითოა იმ მხრივ, რომ გვიჩვენებს, როგორ უნდა იყვნენ მეზობელი ქვეყნები ერთმანეთთან. დღესაც მოწმენი ვართ, როგორ გვიდგანან გვერდში ქართველი მეგობრები და კოლეგები ტავუშისა და ლორის რეგიონებში სტიქიით დაზიანებული რკინიგზის აღდგენისას. ჩვენი ურთიერთობაც სწორედ ასეთი პატარ-პატარა ეპიზოდებით ჩამოყალიბდა და ასე აგრძელებს განვითარებას.  მეგობრული კავშირები ყოველწლიურად მყარდება და მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ჩვენმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ ურთიერთობების ახალ დონეს სახელმწიფო დონეზე და ჩვენი ამ ლოგიკით გაგრძელდება ერთობლივი თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს ელჩმა სომხეთში, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა თბილი დახვედრისა და მოლოცვისთვის და აღნიშნა:  „როგორც აღნიშნეთ, რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა ამ ძმობამ მიაღწია სტრატეგიული პარტნიორობის დონეს.  ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემი მთავრობის სახელით 4 ივნისს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის დაბრუნების უფლების შესახებ რეზოლუციას კენჭისყრისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

შეხვედრაზე განიხილეს მეზობელ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი საკითხები. საუბარი შეეხო სომხეთსა და საქართველოში სერგეი ფარაჯანოვისა და ჩარლზ აზნაურის იუბილეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებების მნიშვნელობას.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვისა და ორმხრივი ტურისტული ვიზიტების მუდმივი ზრდა დაფიქსირდა, რასაც მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს.

გაცვალეს აზრები სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებს შორის დელიმიტაციის ნორმალური პროცესის მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ფუნდამენტურ უფლებებსა და პრინციპებს, რეგიონში სტაბილური და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისკენ ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.

ნახეთ მეტი
Back to top button