პოლიტიკა

ჯერ მათმა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტას სომხეთის  ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე გამოეხმაურა

ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ სომხეთი ვალდებულია შეასრულოს კუხო-ს ფინანსური ვალდებულებები ორგანიზაციის წესდების შესაბამისად. „ARMENPRESS“-ის ინფორმაციით, ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ალენ სიმონიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველ რიგში, კუხომ უნდა  შეასრულოს თავისი  ვალდებულებები ბოლო 2-3 წლის განმავლობაში.

„რუსულად ვიტყვი, რომ გაიგონ: „чья бы корова мычала, их корова бы молчала“. ვინც რა უნდა ის თქვას, მაგრამ უმჯობესია გაჩუმდნენ. კუხოს- ვალდებულება?  სერიოზულად? ისინი ჩვენ ვალდებულების შესრულებას გვთხოვენ? ჰკითხეთ ოპოზიციას, რამდენ ადგილას შეიჭრნენ აზერბაიჯანელები სომხეთის ტერიტორიაზე, რომელიც ასევე არის კუხო-ს  ტერიტორიაც. მათ თავიანთი ვალდებულებები „წარმატებით“ შეასრულეს და ახლა ჩვენი ჯერია?  ფულს ითხოვენ?  ფულს არ მივცემთ. რატომ? „როცა აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღს 15 პოზიციიდან შეუტია, რუსეთმა მოუწოდა მხარეებს შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, იმ შემთხვევაში, როცა თავს აზერბაიჯანი ესხმოდა, სომხეთის მხარეს კი ერთხელაც არ გაუსვრია. ახლა კი ამ არ გასროლისთვის ოპოზიცია ჩვენ გვადანაშაულებს“, – აღნიშნა სომხეთის  ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ.

ნახეთ მეტი
Back to top button