ანალიტიკა

ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში ირანში, წინა ხელისუფლების პოლიტიკაში მკვეთრ ცვლილებებს არ შეიტანს. ირანოლოგი

ირანიოლოგი ჰარუთ ართინ არაქელიანი მიიჩნევს, რომ ირანის მფარველთა საბჭოს მიერ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე დამტკიცებულ ექვს კანდიდატს შორის აშკარა ლიდერები არიან პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი და ბირთვულ საკითხებზე ყოფილი მომლაპარაკებელი და ხამენეის წარმომადგენელი ეროვნული უშიშროების უმაღლეს საბჭოში, სეიედ ჯალილი.

არაქელიანმა Armenpress-თან საუბარში აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით პაექრობა ძირითადად იმ ორ ფიგურას შორის წარიმართება, რომელთა შესაძლებლობებს საექსპერტო წრეებში ძალიან აფასებენ.

„დანარჩენ კანდიდატებს არ აქვთ ასეთი რეპუტაცია ირანულ საზოგადოებაში და ძირითადად უზრუნველყოფენ საპრეზიდენტო არჩევნებში პოტენციური კანდიდატების რაოდენობას“, – ამბობს ირანელი ექსპერტი.

არაქელიანის თქმით, ჯალილის კანდიდატურის დადასტურება საჭირო არ არაა დაუკავშირდეს ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების განახლებას ან ამ პროცესის მკვეთრად გააქტიურებასთან. ჯალილი არის სისტემაში მაღალი რანგის პოლიტიკოსი და კარგად ინფორმირებული პიროვნება, რომელიც ძალზე კარგად მიღებულია ირანის პოლიტიკურ ელიტაში. ირანელი ექსპერტის აზრით, ყოფილი სამხედრო მეთაურის ღალიბაფის კანდიდატურის წამოწევა გარკვეულწილად განპირობებულია ირანის უსაფრთხოების დღის წესრიგითა და რეგიონული მოვლენებით, თუმცა წინა არჩევნებზე დაკვირვების გათვალისწინებით ირკვევა, რომ რეგიონული პრობლემების არსებობის პირობებშიც კი ლიდერი გახდა კონსერვატიული რაისი, ვიდრე ნებისმიერი ფიგურა, რომელიც წარმოადგენს ძალაუფლების სტრუქტურას. ირანელი ექსპერტის თქმით, ამჟამინდელ სპიკერს არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ეროვნულ არჩევნებში და ამ მხრივ უნიკალური რეკორდსმენია.

„მეზობელ ქვეყანაში საარჩევნო პროცესები არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული და არ არის აუცილებელი, რომ მათ რაიმე კავშირი ჰქონდეთ პრეზიდენტის ინსტიტუტთან, რადგან გადაწყვეტილების მიმღები მეტწილად სისტემაა“, – განმარტა ჩვენმა თანამოსაუბრემ.

ირანელი ექსპერტის თქმით, გასაკვირი არ არის, რომ მფარველთა საბჭომ უარყო ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის, პარლამენტის ყოფილი სპიკერის, ყოფილი ბირთვული მომლაპარაკებელ ალი ლარიჯანის კანდიდატურები.

„წინა არჩევნებზე ასევე უარი ეთქვა ზემოაღნიშნული ორი ფიგურის კანდიდატურაზე. ლარიჯანის შემთხვევაში ითვალისწინებენ იმას, რომ მისი ქალიშვილი აშშ-ში ცხოვრობს და ეს ქვეყანა საერთოდ არ არის ირანის მეგობარი ქვეყანა. აჰმადინეჟადს, თავის მხრივ, მმართველობის ბოლო პერიოდში სისტემასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ამის შემდეგ, მისი კანდიდატურის უარყოფა მოსალოდნელი იყო“, – განაცხადა არაქელიანმა.

მისივე თქმით, ირანში არსებული პოლიტიკური სისტემა არ არის დამოკიდებული მხოლოდ საპრეზიდენტო ინსტიტუტზე, არსებობს მფარველთა საბჭო, რომლის წევრების ხმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე მეტად გავლენიანია ბევრ საკითხში. ვინც ხელისუფლებაში მოვა დამტკიცებული კანდიდატებიდან, წინა ხელისუფლების პოლიტიკაში მკვეთრ ცვლილებებს არ შეიტანს.

„ირანი ავლენს სისტემურ მიდგომებს საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, ინარჩუნებს ბოლო წლებში მიღებულ ხაზს. ეს ეხება სომხეთ-ირანის ურთიერთობების დღის წესრიგსაც, რომელიც პრეზიდენტების ცვლილებით არ იცვლება. სომხეთთან დაკავშირებით უკვე მიღებულია გადაწყვეტილებები და იგივე პოლიტიკა უნდა აწარმოოს მომავალმა პრეზიდენტმაც. სომხური მხარე, თავის მხრივ, მუდმივად უნდა იბრძოდეს ირანთან კავშირების განვითარებისა და გაღრმავებისკენ, ნებისმიერ პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებაში“, – დაასკვნა ირანელმა ექსპერტმა.

ირანის მფარველთა საბჭომ ქვეყნის პრეზიდენტობის 6 კანდიდატი დაამტკიცა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად ბაგერ ღალიბაფი. საბჭომ ასევე დაამტკიცა რეფორმისტი დეპუტატის მასუდ პეზეშკიანის, ბირთვული საკითხებში ყოფილი მოლაპარაკების და ეროვნული უშიშროების უმაღლეს საბჭოში ხამენეის წარმომადგენლის სეიედ ჯალილის, თეირანის მერის ალირეზა ზაკანის, კონსერვატიული ფიგურის ამირ ჰოსეინ ყაზიზადე ჰაშემის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, მუსტაფა ფურმოჰამადის კანდიდატურები.

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ირანში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ქვეყნის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ჩამოვარდა აღმოსავლეთ ატრაპატის პროვინციაში დაშვებისას, როდესაც ბრუნდებოდა აზერბაიჯანის საზღვარზე წყალსაცავის გახსნის ცერემონიიდან საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად. დაღუპულ ვერტმფრენში მყოფთაგან არავინ გადარჩა.

ირანის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში პრეზიდენტის მოვალეობას არჩევნების ჩატარებამდე დროებით იღებს ქვეყნის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი.

ივნისის ბოლოს დაგეგმილ არჩევნებში გადაწყდება, პრეზიდენტად ვინ ჩაანაცვლებს ავიაკატასტროფაში დაღუპულ ებრაჰიმ რაისს.

მანველ მარგარიანი

ნახეთ მეტი
Back to top button