პოლიტიკა

იაგო ხვიჩია – სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა ივანიშვილს უნდა სთხოვონ, ჩემთვის პრეზიდენტის მდუმარებაზე უფრო გასაკვირი სააკაშვილის პარტიის წევრების სიჩუმეა

1tv.ge წერს, რომ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა ივანიშვილს უნდა სთხოვონ და ჩემთვის პრეზიდენტის მდუმარებაზე უფრო გასაკვირი სააკაშვილის პარტიის წევრების სიჩუმეა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ხვიჩიას თქმით, შეწყალების მექანიზმი ეფექტურად არ მუშაობს.

„მოლოდინი მაქვს, რომ იმ ხალხს შეიწყალებს, ვინც ციხეში ტყუილად ზის. მანაც იცის, რომ ამდენი პატიმრის ციხეში ყოფნა ევროპული არ არის. შეწყალების მექანიზმი ეფექტურად არ მუშაობს. სააკაშვილის შეწყალება ზურაბიშვილისთვის არ მითხოვია, მაგრამ ის პატიმრები უნდა შეიწყალოს, ვინც სასჯელს არასაჭირო საქმეებზე იხდიან. სააკაშვილის შეწყალების გასაღები ივანიშვილის ხელშია. შესაბამისად, ზურაბიშვილს ვერ მოვთხოვ, მისი ნების საწინააღმდეგოდ წადი-მეთქი. სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა ივანიშვილს უნდა სთხოვონ და ჩემთვის პრეზიდენტის მდუმარებაზე უფრო გასაკვირი სააკაშვილის პარტიის წევრების სიჩუმეა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს, აპირებს თუ არა სააკაშვილის შეწყალებას, რაზეც მან განაცხადა: „ევროპასთან ჩვენი სიახლოვე თუ დამოკიდებულია ჩემს შეწყალებებზე, უკვე შესული და იქითკენ გასული უნდა ვიყოთ“.

ნახეთ მეტი
Back to top button