მთავარიპოლიტიკა

სრ-აშშ-ს სტრატეგიული დიალოგის სტატუსი სტრატეგიული პარტნიორობა გახდება. ერთობლივი განცხადება

სრ-აშშ სტრატეგიული დიალოგის შემაჯამებელი სესიის შედეგების შემდეგ, სომხეთის რესპუბლიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებმა გამოაქვეყნეს ეს ერთობლივი განცხადება.

11 ივნისს, ერევანში სრ-აშშ სტრატეგიული დიალოგის შემაჯამებელი სესიის ფარგლებში, სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა უმასპინძლა უწყებათაშორის დელეგაციას ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის მდივნის მოადგილის ჯეიმს ო’ბრაიენის ხელმძღვანელობით. შემაჯამებელ შეხვედრაზე სომხეთმა და შეერთებულმა შტატებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით მიღწეული პროგრესი და გამოიკვეთა მომავალ წელს კავშირების გაღრმავების ხედვა, რომელიც ჩამოყალიბდება ურთიერთგაგების მემორანდუმში, რომელიც ორმხრივი დიალოგის სტატუსს სტრატეგიულ პარტნიორობის კომისიაში გარდასახავს.

ჩვენ ველით, რომ უახლოეს თვეებში მოვხაზოთ ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისკენ მიმართული ძალისხმევის კონკრეტული მიმართულებები. მხარეებმა დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა სომხეთის მიმდინარე რეფორმებისა და დემოკრატიული პროგრესის მხარდასაჭერად და აღნიშნეს სომხეთის მისწრაფება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ.

შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა სომხეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი 1991 წლის ალმა-ატას დეკლარაციის შესაბამისად.

სომხეთის ეკონომიკური და ენერგეტიკული მდგრადობის მხარდაჭერა

დელეგაციებმა განიხილეს ერთობლივი ძალისხმევა ურთიერთკეთილდღეობის, ეკონომიკური და ენერგეტიკული მდგრადობის ხელშეწყობის მიზნით უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გზით, 2024 წლის 5 აპრილს ბრიუსელში  სომხეთ-ევროკავშირ-აშშ-ის მაღალი დონის ერთობლივ შეხვედრაზე გამართული მნიშვნელოვანი დისკუსიების მხედველობაში მიღებით.

აღნიშნეს რა, რომ 2020 წლიდან სომხეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ბრუნვა უკვე გაოთხმაგებულია, მხარეები კისრულობენ გააგრძელონ სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების მაქსიმალური გაფართოება.

მხარეებმა სანქციების და ექსპორტის კონტროლის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს. მათ ასევე განიხილეს ექსპორტის ლიცენზირების შესაძლებლობები მოწინავე ტექნოლოგიების პროდუქტებით ვაჭრობის გასაადვილებლად.

საუბარი ასევე შეეხო სომხეთის სასურსათო უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხელშეწყობის მცდელობებს, მათ შორის ატომური ენერგიისა და განახლებადი ენერგიის სფეროებში აშშ-ს სავაჭრო გადაწყვეტილებების გამოვლენის მიმართულებიტ უკვე შესრულებულ სამუშაოებს.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო აპირებს დაეხმაროს სომხეთს სატრანსპორტო სტრატეგიის შემუშავებაში, რომელიც საფუძვლად დაედება სომხეთის ხედვას “მშვიდობის გზაჯვარედინი”, წაახალისებს და გააძლიერებს რეგიონულ ვაჭრობას და კავშირს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის გზით.

ეს მშვიდობა გახსნის მთელი რეგიონის პოტენციალს და არსებით სარგებელს მოუტანს რეგიონის ყველა ხალხს. შეერთებული შტატები აღიარებს მიმდინარე ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებს, რომლებსაც სომხეთი აწყდება მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დასახმარებლად და აპირებს გააგრძელოს სომხეთის მთავრობის ძალისხმევა ამ კუთხით.

შეერთებული შტატები დიდად აფასებს სომხეთის ძალისხმევას იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა თავშესაფრის მიწოდებაში. სომხეთმა გამოხატა მადლიერება 21 მილიონ დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელიც აშშ-მ გამოყო 2020 წლის სექტემბრიდან მთიანი ყარაბაღიდან დევნილთა და ლტოლვილთა მხარდასაჭერად.

ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაძლიერება უსაფრთხოებისა და სამართალდამცავ სფეროებში

შემაჯამებელი შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს აშშ-ს მხარდაჭერის მნიშვნელოვან როლს სომხეთის თავდაცვის სექტორის ტრანსფორმაციისა და სამართალდამცავი სისტემის განვითარების ინიციატივებში, რომლის მხარდაჭერასაც აშშ გეგმავს საკონსულტაციო პროგრამებით, არმია-არმიის კონტაქტებით, საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და მომზადების (IMET) პროგრამის მეშვეობით, პროფესიული სამხედრო განათლების შესაძლებლობებით  და კანზასის ეროვნულ გვარდიასთან გრძელვადიანი სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამებით.

დელეგაციებმა ასევე ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს, სწავლებას „არწივი პარტნიორი 2023“. სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ასევე მიესალმნენ 2024 წ. მაისში სრ შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბსა და აშშ-ს ევროპულ სარდლობას შორის პირველი ყოველწლიური საშტატო მოლაპარაკებების დაწყებას და შეთანხმდნენ, რომ წამოიწყონ სომხეთ-აშშ ორმხრივი თავდაცვის კონსულტაციები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიზნების გამოსაკვეთად.

სომხეთის საპატრულო სამსახურის წარმატებით დაარსების გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც 2023 წელს გავრცელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხარეებმა განიხილეს აშშ-ის მხრივ სრ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მომავალი მხარდაჭერა, მათ შორის დაგეგმილი ძალისხმევა პოლიციის განათლების განვითარებისა და ადამიანური რესურსების სტრუქტურების მოდერნიზაციის მიზნით ანგარიშვალდებულებისა და მდგრადობის გაზრდის მიზნით.

შეერთებული შტატები აფასებს სომხეთის მუდმივ წვლილს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და მზადყოფნას გამოთქვამს დამატებითი თანამშრომლობისთვის სამშვიდობო ძალებისა და სამართალდამცავი ორგანოების განვითარების საკითხში.

მართლმსაჯულების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საერთო დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა

დელეგაციებმა შეაჯამეს მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობა და შეაფასეს აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილი სომხეთში მართლმსაჯულების სექტორის რეფორმებისკენ მიმართულ ძალისხმევაში. შეერთებული შტატები ასევე აპირებს გააგრძელოს სომხური ინსტიტუტების მხარდაჭერა, რომლებიც ორიენტირებულია კორუფციისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის პრევენციასა და ბრძოლაზე, ასევე სასამართლოს მიუკერძოებლობის, მთლიანობისა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობის მცდელობებზე.

დელეგაციებმა განიხილეს დაზარალებულთა და მოწმეთა მხარდაჭერისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის დაგეგმილი პროგრამები. შეერთებული შტატები გააგრძელებს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედია გარემოს განვითარებას სომხეთის დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით.

ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების, კანონის უზენაესობის პატივისცემის მნიშვნელობას და აიღო ერთობლივი მუშაობის ვალდებულება ამ მიმართულებით. სომხეთმა და შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება საერთო დემოკრატიული ღირებულებებისა და დემოკრატიული, აყვავებული და მშვიდობიანი სომხეთის განვითარების მიზნის მიმართ.

ნახეთ მეტი
Back to top button