მთავარიპოლიტიკა

შეერთებული შტატები ადასტურებს სომხეთის მტკიცე მხარდაჭერას. სრ-აშშ სტრატეგიული დიალოგი ერევანში

სომხეთში იმყოფება ევროპასა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენი. ის მთავრობის მაღალჩინოსნებს შეხვდება, დღის წესრიგშია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროგრესში აშშ-ს მხარდაჭერის საკითხი. სომხურ-ამერიკული სტრატეგიული დიალოგის გარშემო  უკვე გაიმართა შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ო’ბრაიენისა და სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს არარატ მირზოიანის დელეგაციებს შორის, რომლის დროსაც შეფასდა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზაზე მიღწეული პროგრესის საკითხი, ისევე როგორც ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების გადადგმის საკითხები. მანამდე შედგა პირადი საუბარი მირზოიანსა და ო’ბრაიენს შორის. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სომხეთში 12 ივნისსაც იქნება. დაგეგმილია მისი შეხვედრა ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

სომხეთი ხედავს რეალურ შესაძლებლობას დაასრულოს და ხელი მოაწეროს აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტს, განაცხადა სრ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სომხეთ-აშშ სტრატეგიული დიალოგის შემაჯამებელ სესიაზე. მას მიაჩნია, რომ სომხეთსა და აშშ-ს შორის გაფართოებულ პარტნიორობას, სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერას აქვს დიდი პოტენციალი, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში სტაბილური და ღირსეული მშვიდობის დამყარებას.

„სომხეთი ერთგულია აზერბაიჯანთან ურთიერთობის ნორმალიზებისა და სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის პროცესის მიმართ, რომელიც ეფუძნება ალმა-ატას დეკლარაციის საფუძველზე ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთ აღიარებას. არსებობს რეალური შესაძლებლობის ისტორიული მომენტი – სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის დასრულება, რომლის ხელმოწერამ შეიძლება ახალი კარი გაუხსნას რეგიონში ხანგრძლივ მშვიდობას“.

სომხეთი ასევე უაღრესად დაინტერესებულია სუვერენიტეტის, იურისდიქციის სრული პატივისცემის, თანასწორობისა და ორმხრივობის პრინციპებზე დაფუძნებული ყველა რეგიონალური კომუნიკაციის განბლოკვით, რაც ყველაზე კარგად არის გამოხატული ინიციატივით „მშვიდობის გზაჯვარედინი“, ხაზგასმით აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა მირზოიანმა.

„ჩვენ აქ ვართ, რათა კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა რეგიონში მდგრადი მშვიდობის დამყარების ძალისხმევებს“, – ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენმა, ასევე ხაზი გაუსვა ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოების მნიშვნელობას.

„ჩვენ ვიცით, რომ სომხეთისთვის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და დემოკრატია პარალელურად, გვერდიგვერდ არსებობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და დემოკრატიისთვის. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ მცდელობებს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებაზე ცენტრალური აზიიდან ხმელთაშუა ზღვამდე. თუ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, ეს შესაძლებლობები უფრო ფართო გახდება და ჩვენ მოხარული ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ ძალისხმევას ამ მიმართულებით“.

არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ თვლის, რომ აშშ დგას სომხეთის გვერდით, რათა დაამტკიცოს, რომ დემოკრატიას შეუძლია შედეგი გამოიღოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთ-აშშ სტრატეგიული დიალოგის შემაჯამებელი სესია, რომელიც გაიმართა ერევანში, არის კიდევ ერთი მაგალითი სომხეთსა და აშშ-ს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგისა, რომელიც ახალ ბიძგს მისცემს სომხეთსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის განვითარებას.

 „დემოკრატიული პრინციპებისადმი მტკიცე ერთგულება არის ჩვენი პარტნიორობის საფუძველი, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატია საფრთხეშია მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს რეგიონშიც. უსაფრთხოების გამოწვევებისა და ჰიბრიდული საფრთხეების მიუხედავად, სომხეთის მთავრობა გადაწყვეტილია დაიცვას თავისი ხალხის დემოკრატიული არჩევანი, გააძლიეროს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები, უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების ძლიერი დაცვა“.

წარმატების მისაღწევად საგარეო საქმეთა მინისტრმა მირზოიანმა საჭიროდ ჩათვალა მრავალსექტორული თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის ეკონომიკის, ენერგეტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. მინისტრმა აღნიშნა 5 აპრილს ბრიუსელში სომხეთ-აშშ-ევროკავშირის მაღალი დონის შეხვედრა და ერთობლივ განცხადებაში დაფიქსირებული შეთანხმებები.

5 აპრილი გაიხსენა ო`ბრაიანმაც. მან ასევე ისაუბრა სტრატეგიული დიალოგის სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანაზე და შეახსენა გასული წლის სექტემბერში გამართული სომხურ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნები სახელწოდებით „არწივი პარტნიორი – 2023“.

„ბოლო წლებში სომხეთმა ჩამოაყალიბა ცოცხალი ეკონომიკა, რომელიც გამოირჩევა რეგიონში განვითარების ტემპით. 5 აპრილს, როდესაც ჩვენ გვქონდა დისკუსია ბრიუსელში პრემიერ-მინისტრ ფაშინიანისა და სახელმწიფო მდივნის ბლინკენის მონაწილეობით, დავინახეთ ორმხრივი ვაჭრობის გაფართოების დიდი პერსპექტივა, გლობალურ ვაჭრობაში არის  სომხეთის წილის გაზრდის შესაძლებლობები. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენი პირველი სამხედრო წვრთნები გასულ წელს შედგა, ჩვენ უფრო მეტს ველოდებით“. აშშ მზადაა მხარი დაუჭიროს სომხეთს და აშშ გეგმაა სტრატეგიული დიალოგის ჩანაცვლება სტრატეგიული პარტნიორობით, რომელიც შესაძლებელს გახდის თანამშრომლობის უფრო ღრმად ჩამოყალიბებას.

ნახეთ მეტი
Back to top button