საერთაშორისო

აზერბაიჯანში COP29-ის წინ, პოლიტიკურ საზოგადოებაზე ზეწოლა მძაფრდება  –   Euractiv

სანამ ბაქო ემზადება COP29-ის, კლიმატის ყველაზე დიდი საერთაშორისო სამიტის სამასპინძლოდ, აზერბაიჯანის მთავრობამ გააძლიერა ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოების ნარჩენებზე, წერს Euractiv.

2023 წლის დეკემბერში გამოცხადებული COP29-ის მასპინძლობის შესახებ აზერბაიჯანის გადაწყვეტილებამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ქვეყანაში კორუფციის მაღალი დონის, ადამიანის უფლებების ცუდი მდგომარეობის, წიაღისეულ საწვავზე ზედმეტი  დამოკიდებულებისა და გამონაბოლქვის  შემცირების  პროგრამების შეზღუდვის  გამო.

ნავთობისა და გაზის მოპოვება აზერბაიჯანის ექსპორტის დაახლოებით 90%-ს და სახელმწიფო ბიუჯეტის 60%-ს შეადგენს. სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია SOCAR არის ერთ-ერთი ყველაზე უარესი სოციალური და კლიმატური  სტანდარტების შედარებითი ანალიზის საერთაშორისო ალიანსის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის რეიტინგში.

მიჩიგანის უნივერსიტეტის ისტორიის საპატიო პროფესორი, ექსპერტი სამხრეთ კავკასიის ხალხთა საკითხებში, რონალდ სუნი  ხაზს უსვამს აზერბაიჯანის ხელისუფლების რეპრესიულ ხასიათს.

მან აღნიშნა, რომ Freedom House-ის ადამიანის უფლებათა შკალის მიხედვით, აზერბაიჯანი კიდევ უფრო ავტორიტარულია, ვიდრე არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომელიც მასპინძლობდა COP28-ს. „აზერბაიჯანი ერთპარტიული სახელმწიფოც კი არ არის. ეს არის ერთი ადამიანის ან ერთი ოჯახის სახელმწიფო“, – ნათქვამია ანგარიშში.

მოლოდინის საწინააღმდეგოდ, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მთავრობამ გააძლიერა დარბევა დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და აქტივისტებზე ბაქოში მაღალი დონის სამიტის წინ.

ნახეთ მეტი
Back to top button