პოლიტიკა

თუ სომხეთს  სურს  არ გადაიქცეს პალესტინად, ის უნდა იყოს მობილიზებული სახელმწიფოს მშენებლობაში, შეინარჩუნოს  სუვერენიტეტი   –   სარო საროიანი

აშშ და სომხეთი შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული დიალოგის,  ახალი სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის დონეზე აყვანაზე. სომხეთის შეიარაღებული ძალების უსაფრთხოების რეფორმებში ასევე ჩართულია აშშ. ასევე, იყო შეთანხმება შემდგომი ეკონომიკური დაახლოების შესახებ.

  სანამ ერევანში სომხეთ-აშშ-ს სტრატეგიული დიალოგი  მიმდინარეობს, ამის ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გალუზინი ჩივის, რომ სომხეთი  არ აკავშირდება  რუსეთს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს არხებით.  სომხეთ -აშშ-ს სტრატეგიული დიალოგის სესიაზე უსაფრთხოების საკითხს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, აშშ ჩართულია სრ შეიარაღებული ძალების რეფორმაში.

წლების მანძილზე სომხეთის  საგარეო პოლიტიკა ეფუძნებოდა რუსეთის ფედერაციისადმი ლოიალობას, იმ მოლოდინით, რომ რუსები არ დაუშვებენ რომ თურქებმა სომხებს ვნება მიაყენონ.  ამასთან, საქართველოს ხელისუფლების პრორუსული ქცევის გამო დასავლეთთან ურთიერთობა დაიძაბა.

Factor TV-სთან საუბარში პოლიტოლოგ სარო საროიანს კითხვა დავუსვით: ამ ფონზე როგორ აფასებს ის აშშ-ის გადაწყვეტილებას სომხეთთან ურთიერთობის სტატუსი სტრატეგიული დიალოგიდან სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის დონეზე აიყვანოს?

 „სომხეთის პროდასავლური ორიენტაციის პროცესი წინ მიიწევს, მიუხედავად პრობლემებისა. ისინი პროცესებზე გავლენას ვერ  ახდენენ, დასავლეთთან თანამშრომლობა ინტენსიურია და ვხედავთ, რომ უსაფრთხოების კომპონენტი გარდაიქმნა. ამის დასტურია სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტისომხეთში“.

 რუსეთის ფედერაცია არ ეწინააღმდეგება პოზიციების შესუსტებას და რეგიონიდან გასვლას, მაგრამ სომხეთის რესპუბლიკის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში დაპირისპირებაა, სადაც  ჩვენ ვხედავ რუსეთის ხელწერას. რუსეთის ძალა  სომხეთში რუსი ჯარისკაცია.

„რუსეთის ფედერაცია არ ეწინააღმდეგება თავისი სამხედრო ბაზების სომხეთის რესპუბლიკიდან გაყვანას, ამავდროულად  დასავლეთის შეღწევა რეგიონში მიანიშნებს  რუსული პოზიციების შესუსტებაზე“, – ამბობს ის.

პოლიტოლოგი ამტკიცებს, რომ სამხრეთ კავკასია 200 წლის განმავლობაში რუსეთის გავლენის სფერო იყო, ახლა კი დიდი ცვლილება ხდება. საროიანის თქმით, ზანგეზურის დერეფნის აღებით რუსეთი ცდილობს რეგიონში დარჩენის პრობლემა მოაგვაროს, მაგრამ სომხეთი არ თმობს, ბრძოლაა რუსეთის მხრიდანაც. საროიანი ასევე აცხადებს, რომ სომხეთი  უნდა პოზიციონირდეს როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე, რათა ემსახუროს საკუთარ ინტერესებს. ხოლო, მისი თქმით, სომხეთის „აფხაზიზაციის“ თავიდან ასაცილებლად, სომხეთში სახელმწიფოს მშენებლობის ირგვლივ მობილიზება უნდა მოხდეს.

ნახეთ მეტი
Back to top button