საერთაშორისო

რუსი პოლიტოლოგი – რუსეთს არ ჰყოფნის  ძალა, განდევნოს თურქეთი სამხრეთ კავკასიიდან

რუსეთი ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობას. ამის შესახებ 12 ივნისს გამართულ დისკუსიაზე ეკონომიკის უმაღლესი სკოლის სამხედრო ეკონომიკისა და სტრატეგიის ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა დიმიტრი ტრენინმა განაცხადა. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს NEWS.AM-ი.

„რუსეთი არ არის იმპერია, ჩვენ დავტოვეთ იმპერიული ეპოქა, რუსეთსა და თურქეთს შორის ამიერკავკასიისთვის ბრძოლა არ არის.

რუსეთის ურთიერთობები თურქეთთან ძალიან რთულია, ის აერთიანებს თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების ელემენტებს კონკურენციის ელემენტებთან, საბედნიეროდ ჯერ არა მტრულად.

რუსეთი ყველანაირად ცდილობს თავიდან აიცილოს საომარი მოქმედებები, ისევე როგორც თურქეთი. დღეს თურქეთზე ილუზია არავის აქვს. მაგრამ დღეს ეს ქვეყანა რუსეთის ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაგენტია.

რუსეთმა სცადა და ნაწილობრივ მიაღწია წარმატებას 2020 წელს ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებულ რთულ ვითარებაში, მიეღწია სამმხრივი და არა ოთხმხრივი დეკლარაციისათვის  და დათანხმებულიყო თურქეთის ოფიციალურ სამხედრო ყოფნაზე რუსეთ-თურქული მისიის ფარგლებში.

ნახეთ მეტი
Back to top button