პოლიტიკა

აშშ-ს დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი შეეცდება გავლენა მოახდინოს აშშ-ს არჩევნებზე და შეასუსტოს უკრაინის მხარდაჭერა – Bloomberg

აშშ-ის მოწინააღმდეგეების მზარდი რაოდენობა, რუსეთის ხელმძღვანელობით, შეეცდება გავლენა მოახდინოს საპრეზიდენტო არჩევნებზე დაქირავებული კომპანიების დახმარებით და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით, წერს Bloomberg-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე მითითებით.

როგორც გაზეთს განუცხადეს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის წარმომადგენლებმა, მომავალი არჩევნებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია.

მათი თქმით, მოსკოვი, სავარაუდოდ, კენჭისყრას განიხილავს, როგორც შესაძლებლობას მიაღწიოს უფრო გლობალურ მიზნებს: შეასუსტოს უკრაინის მხარდაჭერა, შეარყიოს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების და ზოგადად შეერთებული შტატების მიმართ.

დაზვერვის საზოგადოების აზრით, ამ მიზეზით მოსკოვს შეუძლია ისარგებლოს ამერიკული საზოგადოების წინააღმდეგობებით.

ირანი ასევე აპირებს მონაწილეობას ამ პროცესში, აცხადებენ Bloomberg-ის თანამოსაუბრეები, მაშინ, როცა ჩინეთი ამჟამად უფრო ფრთხილ პოზიციას იკავებს და აცნობიერებს არჩევნებში ჩარევის შესაძლო შედეგებს.

ნახეთ მეტი
Back to top button