მთავარისპორტი

დღეს ჩვენი სახელოვანი თანამემამულის, ჭადრაკში მსოფლიოს მე-9 ჩემპიონის ტიგრან პეტროსიანის 95 წლის დაბადების დღეა

დღეს მსოფლიოს მე-9 ჩემპიონის ტიგრან პეტროსიანის დაბადების დღეა, დიდი მოჭადრაკის 95 წლის იუბილე.

„ARMENPRESS“-ის  ცნობით, პეტროსიანმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 1963 წელს მოიპოვა, 1966 წელს კი დაიცვა.

“რკინის ტიგრანი” იყო საერთაშორისო დიდოსტატი (1952), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960), ჭადრაკის თეორეტიკოსი და ანალიტიკოსი, ჟურნალ “ჭადრაკი მოსკოვის” რედაქტორი (1963-1966), ყოველკვირეული გაზეთის  “64”-ის მთავარი რედაქტორი (1968-1977 წწ.), ფილოსოფიის დოქტორი.

ტიგრან პეტროსიანმა ჭადრაკის თამაში დაიწყო 1940-იან წლებში, თბილისის პიონერთა სასახლეში  ა. ებრალიძის ხელმძღვანელობით. მან პირველი წარმატებები მოიპოვა საკავშირო ახალგაზრდულ ჩემპიონატებში. სპორტის ოსტატის ნორმა 1947 წლის სსრკ ჩემპიონატის ნახევარფინალში შეასრულა. 1962 წელს ტიგრან პეტროსიანმა მიიღო უფლება  მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მისაღებად შეჯიბრებოდა მ.ბოტვინიკს. პეტროსიანმა 1963 წელს დაამარცხა ბოტვინიკი და მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. 1966 წელს პეტროსიანმა დაიცვა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, დაამარცხა სპასკი.  სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში მან 9-ჯერ გაიმარჯვა  საჭადრაკო ოლიმპიადებში. ტიგრან პეტროსიანი გარდაიცვალა 1984 წელს. მას შემდეგ ერევნის ჭადრაკის სახლს ჭადრაკის ლეგენდის ტიგრან პეტროსიანის სახელი მიენიჭა. პარიზში არის ტიგრან პეტროსიანის სახელობის კლუბი, რომლის პრეზიდენტი ფრანკ-ვაზგენ ბაირამიანია.

ნახეთ მეტი
Back to top button