მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის გამოძიების ორმხრივი მექანიზმის შექმნას სთავაზობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ორმხრივი გამოძიების მექანიზმის შექმნას სთავაზობს. ამის შესახებ ფაშინიანმა სიუნიკის ოლქში, ქალაქ კაპანში პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ საინიციატივო ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.                                                              

„ბოლო დღეებში ვხედავთ, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას სომხეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ და ჩვენი თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას უარყოფს.

აქ შეიძლება იყოს ორი ვარიანტი, ან ეს ინფორმაცია შეიძლება მიუთითებდეს ორ რამეზე. ერთ შემთხვევაში მართლაც არის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა, მეორე შემთხვევაში, რომ ამ ინფორმაციით   ხდება ესკალაციისათვის ფონის შექმნა. ყველა შემთხვევაში არც პირველი და არც მეორე არ არის ჩვენი პოლიტიკური ნება. მე უკვე ვთქვი, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო მთავრობის სახელით უარყოფს ამ ინფორმაციას. მე ასევე ღიად მჯერა, რომ ამ ვითარებას გარკვეული გზით უნდა მოგვარდეს, ცუდი იდეა არ იქნება, თუ ჩვენ ვქმნით ორმხრივ მექანიზმს აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამოსაძიებლად“, -აღნიშნა ფაშინიანმა.

ეს ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს ბიუროკრატიული აურზაურის გარეშე, მხოლოდ ქვეყნების მეთაურების შესაბამისი მითითებებით. ვფიქრობ, ამან ნამდვილად შეიძლება იმუშაოს  – დაასკვნა პრემიერ-მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button