ეკონომიკა

სომხეთის ეკონომიკა და ხალხი ცხოვრების წესით უფრო ევროპელია, ვიდრე ევროპის რიგ ქვეყნებში – სომხეთის ეკონომიკის მინისტრი

ჩვენ არ გვაქვს საზღვაო საზღვარი, არ ვართ ევროპაში, მაგრამ ვართ ევროპის მეზობლად, რაც ლოგისტიკურ პრობლემებს იწვევს. ამის შესახებ დღეს, 14 ივნისს, ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა 100 დღის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ეკონომიკაც და ჩვენი ხალხიც ბევრად უფრო ევროპელია თავისი ცხოვრების წესით, კულტურული ხასიათით და დემოკრატიის დონით, ვიდრე ევროპის რიგ ქვეყნებში. ამ მხრივ, ევროპულ ბაზარზე წარდგენის არანაირი პრობლემა არ გვაქვს“, – განაცხადა მან.

პაპოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტროში მწარმოებლების მხარდაჭერი პროგრამები მუშავდება.

ნახეთ მეტი
Back to top button