კულტურა

სომხეთში ვიზიტის ფარგლებში ჯო მანგანიელო წიწვერნაკაბერდს ეწვია, ხე დარგო და სომეხთა გენოციდს გადარჩენილი დიდი ბებიის ისტორიას  გაეცნო

სომხეთის ბავშვთა ფონდის (COAF) ინსტაგრამის გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო ამერიკელი სომეხი მსახიობის ჯო მანგანიელოს სომხეთში ვიზიტის ამსახველი ვიდეო.

ვიდეოში მსახიობი ამბობს, რომ მოგზაურობა მშვენიერი იყო. თუმცა მანგანიელო დასძენს, რომ სომხური კერძები მისთვის უცხო არ იყო, რადგან დედა ხშირად ყიდულობდა ბროწეულს, ბროწეულის წვენს და ლაჰმაჯოს. ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რელიგიური ადგილების მონახულებას, იხსენებს თავისი დიდი ბებიის  ამბავს, რომელმაც მოახერხა 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ განხორციელებული სომხების გენოციდისგან თავის დაღწევა.

მანგანიელომ მოინახულა სომხეთის ისტორიული ადგილები, მერგერიანის ხალიჩების მუზეუმი, იმყოფებოდა წიწვერნაკაბერდში, პატივი მიაგო სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას და მის სახელზე ხეც კი დარგა.

„ბებიაჩემი ყოველთვის აქ იქნება. დედაჩემიც იგივეს ამბობს, რომ ჩამოვედი მისი სახლში დასაბრუნებლად“, – გვიზიარებს მსახიობი.

მანგანიელო თავის სომხურ ტატუზე (მსახიობის ხელზე სომხურად წერია „ՀՐԵՇՏԱԿ“ -ანგელოზი ) აღნიშნავს, რომ ბებია ხშირად ამბობდა ამ სიტყვას და ტატუ მის ხსოვნას ეძღვნება.

ნახეთ მეტი
Back to top button