ეკონომიკამთავარი

სომხეთში 130 მილიარდ დრამაზე მეტის ინვესტიცია და 1000-მდე სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება  –  ეკონომიკის მინისტრი

გასული სამი თვის განმავლობაში 30 საინვესტიციო პროექტს მიენიჭა საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლების პრივილეგია, რომლის ფარგლებში, წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით, იგეგმება 130 მილიარდი დრამის (333 710 000 $)  ჯამური ინვესტიციის განხორციელება და ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნა. “ARMENPRESS”-ის ცნობით, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა თანამდებობაზე 100-ე დღისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ შევიმუშავეთ ტექნიკის მშენებლობის განვითარების ხუთწლიანი პროგრამა და მისი განხორციელების უზრუნველსაყოფად ღონისძიებათა პროგრამა. 2028 წელს ტექნიკის მშენებლობის სფეროში წარმოების მოცულობის გაზრდას ვაპირებთ 70 მილიარდ დრამამდე (179 690000 $)  საიდანაც 50 მილიარდი ექსპორტზე გავა.

ჩვენ შევიმუშავეთ საიუველირო და ალმასის მრეწველობის განვითარების ხუთწლიანი პროგრამა, რის შედეგადაც იგეგმება საიუველირო ნაწარმის წარმოების მოცულობის გაზრდა 150 მილიარდ დრამამდე (308 040 000 $)  ხოლო ალმასის მრეწველობის 120 მილიარდ დრამამდე (308 040 000 $ )აღნიშნული მოცულობის 80 პროცენტზე მეტი ექსპორტზე გავა. უფრო მეტიც, თითოეული პროექტის განსახორციელებლად ვგეგმავთ მხოლოდ 600-800 მილიონი დრამის დახარჯვას.

მთავრობამ დაამტკიცა ერევანში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შექმნის გეგმა. კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. დაგეგმილია 212 მილიონი დოლარის ინვესტიცია, შეიქმნება 10 ათასამდე სამუშაო ადგილი. იმ პროგრამაში ეკონომიკის სამინისტროს 19 პროცენტი ექნება, „ჰაიპოსტს“ – 31 პროცენტი, ხოლო კომპანია „რენშინს“ – 50 პროცენტი.

ასევე მნიშვნელოვანია “ალბროსის” სავაჭრო-სამრეწველო სს-სა და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმი სომხეთში სპილენძის კათოდის ქარხნის დაარსების შესახებ. იგეგმება ქარხნის შექმნა, რომლის წლიური პროდუქტიულობა 50 ათასი ტონაა.

გვაქვს სხვა პროგრამებიც. მაგალითად, „მერსედეს-ბენცის“ ავტოსალონისა და სერვის ცენტრის მშენებლობის პროექტი, რომლის საინვესტიციო მოცულობა 3,5 მილიარდი დრამია  (7 701 000 $ ) შექმნის 100 სამუშაო ადგილს 1600 დოლარის საშუალო ხელფასით“, – განაცხადა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button