პოლიტიკა

17-19 ივნისს სომხეთს ეწვევა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მენეჯმენტისა და რესურსების საკითხებში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მენეჯმენტისა და რესურსების საკითხებში რიჩარდ ვერმა 17-19 ივნისს გაემგზავრება სომხეთის დედაქალაქ ერევანში, რათა მონაწილეობა მიიღოს დემოკრატიის შესახებ აშშ-სომხეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ფორუმში და შეხვდება პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს. ამის შესახებ იტყობინება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური.

„ეს ვიზიტი ასახავს ჩვენს განზრახვას კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები სომეხ ხალხთან.

მდივნის მოადგილე ვერმა უხელმძღვანელებს შტატისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების დელეგაციას, რომლებიც წარმოადგენენ კალიფორნიას, კანზასს, მიჩიგანს, მონტანას და პენსილვანიას. მას თან ახლავს სპეციალური წარმომადგენელი საქალაქო და სახელმწიფო დიპლომატიის საკითხებში ნინა ხაჩიკიანი, რომელიც ხელმძღვანელობს სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ სუბნაციონალურ დიპლომატიის ჯგუფს და სპეციალური წარმომადგენელი ვაჭრობისა და ბიზნესის საკითხებში სარა მორგენთაუ.

დელეგაცია ითანამშრომლებს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button