საზოგადოება

ერევანს ახალი გენერალური გეგმა ექნება

ერევანს ახალი გენერალური გეგმა ექნება. დოკუმენტის შემუშავებაზე მუშაობა ბოლო ეტაპზეა. ილაპარაკა  რა დაწყებულ პროცესებზე, მერმა ტიგრან ავინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა დანერგილი სისტემა უნდა იყოს გაერთიანებული და ჰქონდეს ერთი საერთო საფუძველი.

„ჩვენი საბოლოო მიზანია გარკვეული პერიოდის შემდეგ გამჭვირვალედ და ღიად GIS რუკაზე წარმოვადგინოთ არქიტექტურული დაგეგმარების ამოცანები თითოეულ ცალკეულ მიწის ერთეულზე ანუ ეს უნდა იყოს მკაფიო უფლება იმ ადამიანისათვის, რომელიც გამჭვირვალედ არის წარმოდგენილი ერევნის მუნიციპალიტეტის მიერ. „ნებისმიერ ცალკეულ მიწის ნაკვეთზე დაწკაპუნებით მოქალაქემ გაიგოს, რომ არის შესაძლებლობა შექმნას ასეთი ზომის და სიმკვრივის შენობა-ნაგებობა მკაფიო დანიშნულებით, იქნება ეს საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი“, – ხაზგასმით აღნიშნა მერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button