საერთაშორისო

ალიევმა გაძარცვა  აზერბაიჯანის სიმდიდრე და მიმალა  შვეიცარიის ბანკებში, ლონდონში, დუბაიში  –  აზერბაიჯანელი აქტივისტი

აზერბაიჯანი მზად არის COP29 ღონისძიებისთვის, მაგრამ ის, რომ აზერბაიჯანი იძირება, სულაც არ აწუხებს ალიევს და მის ოჯახს, რადგან ამით მხოლოდ უბრალო ხალხი დაზარალდება. ამის შესახებ აზერბაიჯანელმა აქტივისტმა მანაფ ჯალილზადემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ალიევის მიერ აზერბაიჯანელი ხალხისთვის მოპარული ნავთობდოლარები ან ოქრო აზერბაიჯანში არ არის. ისინი არ ჩაიძირებიან წყალში  და არ დაიკარგებიან. იმიტომ, რომ ალიევი  მოპარულ  მთელ სიმდიდრეს  შვეიცარიის ბანკებში, ლონდონსა და დუბაიში ინახავს.

აზერბაიჯანი წყალში ჩაიძირება თუ  ხალხი დაიღუპება, აზერბაიჯანის პრეზიდენტს და მის ტერორისტულ ოჯახს ეს ყველაფერი არ აინტერესებს. იმიტომ რომ ალიევი არის ტერორისტი, ქურდი, ბანდიტი. ალიევის მთელი რეჟიმი კრიმინალურია“, – წერს ჯალილზადე.

ნახეთ მეტი
Back to top button