მთავარისაზოგადოება

დილიჯანში  ჩატარდება სომხურ-ქართული კულტურული და კულინარიული ფესტივალი “მიმინო”

22 ივნისს დილიჯანში უკვე ტრადიციად ქცეული მე-2 სომხურ-ქართული კულტურული და კულინარიული ფესტივალი „მიმინო“ დაიწყება. ფესტივალის ფარგლებში, მონაწილე სომხური და ქართული გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრებიამ.  ისინი წარმოაჩენენ ორი ქვეყნის ეროვნული სამზარეულოს მრავალფეროვნებას და ისტორიას, ხოლო ორი ქვეყნის სიმღერა-ცეკვა, მუსიკა, ხელოვნების ნიმუშები და ხელნაკეთობები წარმოდგენილი იქნება კულტურულ და მუსიკალურ ზონებში.

ეს ყველაფერი ფესტივალის მთავარ 4 ზონაში მოხდება.

  • სომხური და ქართული კერძების მომზადებისა და პრეზენტაციის ზონა
  • ხელოვნებისა და ხელნაკეთობების გამოფენის ზონა
  • მუსიკალურ-მხატვრული ნაწილის პრეზენტაციის ზონა
  • სატენდერო კომიტეტი / საცდელი ზონა.

ფესტივალის ბოლოს შეჯამდება კონკურსის შედეგები და გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები.

სომხურ-ქართული კულტურული და კულინარიული ფესტივალი “მიმინო” იმართება საქართველოს ტურიზმის კომიტეტის მხარდაჭერით.

ნახეთ მეტი
Back to top button