საზოგადოება

ევროკავშირმა სომხეთში 3 ექსპერტი გამოაგზავნა სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის შესაფასებლად

ევროკავშირმა სამოქალაქო დაცვის მექანიზმისა და ესპანეთის მთავრობის მეშვეობით სომხეთში გამოაგზავნა 3 ექსპერტი, რომლებიც დაეხმარებიან სომხეთის მთავრობას ლორისა და ტავუშში ბოლო წყალდიდობის შედეგად ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანის შეფასებაში. ამის შესახებ იტყობინება სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობა.

„ექსპერტთა ჯგუფი შეხვდა ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა უკეთ გაიგონ მთავრობის საჭიროებები და პრიორიტეტები. ტაშირსა და ალავერდში დაზიანებული ნაგებობების შეფასების სამუშაოები უკვე დაწყებულია. გუნდმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურაზე (პატარა ხიდები), რომელიც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომას, ასევე დაათვალიერა სახლები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button