მთავარიპოლიტიკა

ოფიციალური ბაქოს პასუხი სომხეთ-საფრანგეთის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე  გაუგებრობას ქმნის  –     სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ოფიციალური ბაქოს პასუხი სომხეთ-საფრანგეთის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე გაუგებრობას  ქმნის. ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა ჰყავდეს მებრძოლი  და თანამედროვე სამხედრო ტექნიკით შეიარაღებული არმია.

„სომხეთის რესპუბლიკა აღიარებს ყველა მისი მეზობლის ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების ხელშეუხებლობას. სომხეთი და აზერბაიჯანი უმაღლეს დონეზე შეთანხმდნენ, რომ აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს 1991 წლის ალმა ატას დეკლარაციის საფუძველზე. სომხეთის რესპუბლიკა იცავს ამ პრინციპს და არ აქვს ამბიციები საერთაშორისოდ აღიარებული 29743 კვადრატული კილომეტრის ფართის მიღმა. სომხეთის რესპუბლიკამ ეს მიდგომა პრაქტიკულად დაამტკიცა სომხეთის რესპუბლიკის ტავუშისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყაზახის  რეგიონის ოთხი სოფლის საზღვრის დემარკირებით. მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, დაასრულოს სომხეთის რესპუბლიკის 30-ზე მეტი სოფლის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტერიტორიების ოკუპაცია.

აზერბაიჯანის პრაქტიკა, რომელიც პროგნოზირებს რეგიონული ესკალაციების ყოველ შემთხვევაში, დამაფიქრებელია და ამართლებს არაერთი ცენტრის მიერ გაკეთებულ ანალიზს, რომ აზერბაიჯანი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ 2024 წელს სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების დადების პროცესი შეაჩეროს, წამოიწყოს ახალი აგრესია სომხეთის წინააღმდეგ ნოემბერში ბაქოში  გასამართავი COP29 სამიტის შემდეგ.

საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიპყრობას  ვცდილობთ ამ საკითხზე,  ასევე იმაზე, რომ ოფიციალური ერევნის წინადადება სამშვიდობო შეთანხმების 1 თვეში გაფორმების შესახებ ოფიციალური ბაქოსთვის უპასუხოდ დარჩა“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთსა და საფრანგეთს შორის CAESAR-ის თვითმავალი საარტილერიო დანადგარების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაზე ისაუბრა და პარიზი “სამხრეთ კავკასიაში პროვოკაციულ ქმედებებში” დაადანაშაულა.

ნახეთ მეტი
Back to top button