პოლიტიკა

ცნობილმა ფრანგმა მოღვაწეებმა მაკრონს სომხეთში ფრანგული ჯარების გაგზავნისკენ მოუწოდეს

ფრანგულმა გაზეთმა Le Point-მა გამოაქვეყნა არაერთი ცნობილი ფრანგი მოღვაწის ღია წერილი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისადმი, რომელშიც ისინი პრეზიდენტს მოუწოდებდნენ გააგზავნოს ფრანგული ჯარები სომხეთში.

„განსაკუთრებით მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გაუწიეთ  ამ სახელმწიფოს თავდაცვითი სამხედრო დახმარება, გარკვეული იარაღი მიაწოდეთ,  ასევე შესაძლებლობა მიეცით სომეხ  ჯარისკაცებს  ტრენინგი გაიარონ ჩვენს საუკეთესო სკოლებში.

მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ვშიშობთ, რომ ეს ძალისხმევა არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ აიძულოს ალიევის რეჟიმი უარი თქვას აგრესიულ და კრიმინალურ პროექტებზე. რეალური სამხედრო უპირატესობის მქონე აზერბაიჯანი, რომელიც მიღწეულია განსაკუთრებით გაზისა და ნავთობის შემოსავლების და თურქეთის სახელმწიფოს მხარდაჭერის წყალობით, როგორც არასდროს, ცდილობს შექმნას სამხედრო დაძაბულობა“, – ნათქვამია ჩინოვნიკების წერილში მაკრონისთვის.

წერილის ავტორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „1915 წლის გენოციდიდან ასი წლის შემდეგ, სომხეთისთვის საშიში ვითარება იქმნება.

„და თ ეს საშიშროება რეალურად იქცევა, მაშინ ეს იქნება არა მხოლოდ აბსოლუტური კატასტროფა ჩვენი ძმებისთვის სომხეთში, რომელიც ჩვენთან ასე ახლოსაა თავისი ისტორიითა და ღირებულებებით, ეს  იქნება საშინელი მარცხი კაცობრიობისთვის და, შესაბამისად, საფრანგეთისთვის, ევროპისთვის და ყველა იმ ძალისთვის, რომელიც ცდილობს პატივი სცეს საერთაშორისო კანონს და დაამარცხოს ძალაუფლება სამართლიანობით“, – ხაზგასმით აღნიშნეს წერილის ავტორებმა.

ნახეთ მეტი
Back to top button