მთავარიპოლიტიკა

ლიტვა მხარს დაუჭერს სომხეთს ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ ლიტვა მხარს დაუჭერს სომხეთს ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა X-ის მიკრობლოგში დაწერა.

„ლიტვამ პირველმა სცნო სომხეთის დამოუკიდებლობა და ჩვენ სიამოვნებით დავეხმარებით იმ რთულ, მაგრამ მნიშვნელოვან ნაბიჯებში, რომლებსაც ისინი დგამენ ევროპისკენ“, – წერს ლანდსბერგისი.

მან აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან არარატ მირზოიანთან შეხვედრისას დაარწმუნა ეს უკანასკნელი, რომ ლიტვა სომხეთს გაუზიარებს ევროპისკენ წასვლის გამოცდილებას და მთელი ამ ხნის განმავლობაში მხარს დაუჭერს ერევანს.

ნახეთ მეტი
Back to top button