პოლიტიკა

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – მოდით, შანსი მივცეთ საქართველოს, საქართველოს მთავრობას, ქართველ ხალხს და მათ მომავალს ევროკავშირის ფარგლებში

1tv.ge წერს, რომ ვიმედოვნებთ, საქართველო დაუბრუნდება იმ გზას, რომელზეც ჩვენ გვსურს, რომ ვიხილოთ. გვესმის, რომ როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე საქართველოს მოსახლეობას სურს, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი, –  ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა.

ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ესპანეთი მინისტერიალზე საქართველოსთვის „გამოფხიზლების ზარის“ გაგზავნის მომხრეა.

„მოდით, შანსი მივცეთ საქართველოს, საქართველოს მთავრობას, ქართველ ხალხს და მათ მომავალს ევროკავშირის ფარგლებში”, – განაცხადა ხოსე მანუელ ალბარესმა.

დღეს ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. განსახილველ საკითხებს შორის იქნება საქართველოც.

ნახეთ მეტი
Back to top button