საზოგადოება

მსოფლიო დონის ბიზნეს განათლება სომხეთში. „ESMT Berlin“ და „მატენა“ ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამას დაიწყებენ

ათობით ბიზნესმენი და მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი სომხეთიდან რამდენიმე დღის წინ ეწვია გერმანიას, რათა განეხილათ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს სკოლის, ESMT ბერლინისა და სომხეთის საერთაშორისო სკოლის „მატენას“ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე დაგეგმილი ორმაგი დიპლომი და 1,5 წლიანი EMBA პროგრამა, რომელიც სპეციალურად შექმნილია აღმასრულებლებისთვის და ჩატარდება სომხეთში, გერმანიაში, კვიპროსსა და დუბაიში.

შეხვედრას მსხვილი კომპანიების დამფუძნებლების გარდა, ესწრებოდნენ ბანკების დირექტორები, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრი დელეგაციასთან ერთად და სომხეთის ელჩი გერმანიაში.

“ESMT Berlin”-ის პრეზიდენტმა იორგ როხოლმა, სტუმრებისადმი მისასალმებელ სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაფუძნებულია რა ისეთი კომპანიების მიერ, როგორიცაა “Mercedes-Benz”, “Deutsche Bank”, “Siemens”, “Mckinsey” და ა.შ. ისინი ძალზე პედანტურები არიან პარტნიორების შერჩევის საკითხში, ხოლო „მატენასთან“ პარტნიორობის საფუძველია ნდობა და ბიზნეს განათლების გლობალური მაღალი ხარისხი, რაც დადასტურებულია ერთობლივი მოკლევადიანი პროგრამების გამოცდილებით.

„მატენას“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა რუბენ ჰაირაპეტიანმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს სკოლისა და „მატენას“ ერთობლივი პროგრამა შეიძლება გახდეს საუკეთესო არა მხოლოდ სომხეთში, არამედ მთელ რეგიონში საერთაშორისო მონაწილეების მოზიდვით.

„კრისპის“ თანადამფუძნებელი არტავაზდ მინასიანი და „Adobe Armenia“-ს დირექტორი ლიანა ჰაირაპეტიანი შეთანხმდნენ, რომ ასეთი პროგრამის არსებობის შემთხვევაში მათ აღარ მოუწევთ უცხოეთიდან თავიანთი კომპანიების მსოფლიო დონის ლიდერების და მენეჯერების ძებნა. ბიზნესის ლიდერებმა მნიშვნელოვნად მიიჩნიეს სომხეთში ასეთი ხარისხიანი ბიზნეს განათლება.

იგეგმება, რომ ერთი წლის განმავლობაში დაიწყება “ESMT Berlin” და “Mathena”-ს ერთობლივი EMBA პროგრამა.

ნახეთ მეტი
Back to top button