მთავარიპოლიტიკა

სრ პრემიერ-მინისტრის აპარატმა აზერბაიჯანს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევების გამოსაძიებლად შექმნას ორმხრივი მექანიზმი

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ რეგულარულად გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს.

„მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ყველა ეს ბრალდება, აზერბაიჯანი აგრძელებს მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მიერ მიმდინარე წლის 15 ივნისს გაკეთებული განცხადების დამატრბით და გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის ნებაა არ დაუშვას დაძაბულობის წარმოშობა, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის აპარატს შესთავაზა დიპლომატიური არხებით  ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევების გამოძიებისთვის ორმხრივი მექანიზმის შექმნა.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატი სთავაზობს აღნიშნული მექანიზმის ამოქმედების დაწყებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button