მთავარიპოლიტიკა

ტოივო კლაარმა დადებითად შეაფასა სრ-ს წინადადება საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმის შექმნის შესახებ

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა დადებითად შეაფასა სომხეთის წინადადება საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმის შექმნის შესახებ. „დაძაბულობის შემცირების მიზნით, მისასალმებელია სომხეთის წინადადება შეიქმნას ორმხრივი მექანიზმი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის სავარაუდო დარღვევების აღმოსაფხვრელად. ევროკავშირი საქართველოში ევროკავშირის მისიის მეშვეობით 15 წელია ეხმარება მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას და მზადაა საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს“, – წერს ევროკავშირის წარმომადგენელი. შეგახსენებთ, 15 ივნისს სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ორმხრივი გამოძიების მექანიზმის შექმნას სთავაზობს.

ნახეთ მეტი
Back to top button