პოლიტიკა

რა თქვეს საქართველოზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა – მინისტერიალი დასრულდა

Netgazeti.ge წერს, რომ რუსული კანონი საქართველოს ტოვებს ევროკავშირს მიღმა – ეს არის მთავარი გზავნილი, რაც ლუქსემბურგში გამართული მინისტერიალის შემდეგ საქართველოს შესახებ გახმიანდა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა “ცხადად და კონკრეტულად, რომ თუ “ქართული ოცნება” თავის კურსს არ შეცვლის, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი.

“საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ვისმენთ მოულოდნელ განცხადებებს, თითქოს ეს [რუსული] კანონი ქვეყანას აახლოებს ევროკავშირთან. მკაფიოდ მინდა ვთქვა – არა! არა! ეს კანონი და მისი თანმდევი ყველა უარყოფითი მოვლენა საქართველოს აშორებს ევროკავშირის. შეუძლებელია ამის თქმა უფრო ცხადად და ლაკონიურად. ეს საქართველოს აშორებს ევროკავშირისგან”, – განაცხადა ჯოზებ ბორელმა და დაამატა, რომ ამ მოსაზრებას იზიარებს გაერთიანების წევრი 27 ქვეყნიდან 26 [უნგრეთის გამოკლებით].

მან სინანული გამოხატა იმის გამოც, რომ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ. ბორელის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლის თავის კურსს, საქართველოს არ ექნება პროგრესი ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე.

“ვხედავთ, რომ პოლიტიკის ამგვარი დინამიკა ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილს. მინისტრების უმრავლესობაც ნათლად აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორდებს და თუ ხელისუფლება არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველოს არ ექნება პროგრესი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”, – განაცხადა ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ.

გარდა ამისა, ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს. ასევე, ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერას. მათ შორის, დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და საარჩევნო პროცესების მხარდაჭერით.

“გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს და მივიღებთ ყველა საჭირო ზომას. მათ შორის, შევამცირებთ პოლიტიკურ კომუნიკაციას საქართველოს მთავრობასთან; შევაჩერებთ მთავრობის ფინანსურ მხარდაჭერას და ევროპული სამშვიდობო ფონდებიდან დაფინანსების საკითხს გადავხედავთ. ეს, შესაძლოა, მოხდეს დაუყოვნებლივ. თუმცა, ჩვენ გავაგრელებთ დავაკვირვებას სიტუაციზე და დამატებით ზომებს სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში მივიღებთ”, – ამბობს ევროკავშირის მთავარი დიპლომატი.

მინისტერიალის დაწყებამდე ჟოზეფ ბორელმა ცალსახად განაცხადა, რომ მათი მიზანი არაა საქართველოს მოსახლეობის დაზარალება. მან ეს გაიმაორა სხდომის დასრულების შემდეგაც. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ საბჭო განიხილავს იმ მოკლე თუ გრძელვადიან სანქციებს, რაც შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დაწესდეს.


ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს, 24 ივნისს, ლუქსემბურგში გამართულ საბჭოს სხდომაზე რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გარდა, განიხილეს რუსეთის მიმართ სანქციების მე-14 პაკეტი. ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომი, ახლო აღმოსავლეთსა და დასავლეთ ბანლაკეთში განვითარებული მოვლენები.

ნახეთ მეტი
Back to top button