ოლიმპიურ თამაშებთან ერთად პარიზის გულში „სომხეთის სახლი“ გაიხსნა
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, სომხეთის გენერალური საქველმოქმედო კავშირის კუთვნილ სახლში (118 Rue, Courcelles 75017) „სომხეთის სახლი“ გაიხსნა. “სომხეთის სახლის” გახსნას ესწრებოდნენ სრ პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი არაიკ ჰარუთიუნიანი, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კარენ გილოიანი, სომხეთის ელჩი საფრანგეთში ჰასმიკ ტოლმაჯიანი და სომხეთის ოლიმპიური ნაკრების რამდენიმე წევრი.
„ყველა ჩვენგანს ერთი და იგივე მოლოდინი და სურვილი გვაქვს: ვნახოთ სომხეთის დროშა აღმართული, ბედნიერი ღიმილით, ვნახოთ მრავალი გამარჯვებული. ჩვენც ამ მოლოდინით მოვედით. სომხეთის დღევანდელი ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ფიზიკურ აღზრდას. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. პრემიერ-მინისტრი თავისი მაგალითით აჩვენებს, რომ სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველა ჩვენგანისთვისაა საჭირო“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა.
„სომხეთის სახლის“ სახეა მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთში იური ჯორკაეფი.