ექსპერტებმა ბინების ფასები შეადარეს ერევანში, თბილისში და ბაქოში
ცხოვრების ხარისხის მონაცემების მსოფლიოს უდიდესი მონაცემთა ბაზის, Numbeo-ს ექსპერტებმა გამოთვალეს ბინების ღირებულება ერევანში, ბაქოსა და თბილისში.
ერევანი
მათი მონაცემებით, ერევნის ცენტრში ბინის 1 კვადრატული მეტრი საშუალოდ 3400 დოლარად იყიდება, ცენტრის გარეთ კი 1600 დოლარად.
სომხეთის დედაქალაქის ცენტრში 1 ოთახიანი ბინის დაქირავება თვეში საშუალოდ 955 დოლარი ღირს, ცენტრის გარეთ – 640 დოლარი.
ერევნის ცენტრში სამოთახიანი ბინა თვეში საშუალოდ 1600 დოლარად ქირავდება, ცენტრის გარეთ 975 დოლარად.
ბაქო
Numbeo-ს მონაცემებით, ბაქოს ცენტრში ბინის 1 კვადრატული მეტრი საშუალოდ 1800 დოლარად იყიდება, ცენტრის გარეთ კი 900 დოლარად.
აზერბაიჯანის დედაქალაქის ცენტრში ერთოთახიანი ბინის დაქირავება თვეში საშუალოდ 465 დოლარი ღირს, ცენტრის გარეთ – 255 დოლარი.
ბაქოს ცენტრში სამოთახიანი ბინა თვეში საშუალოდ 1930 დოლარად ქირავდება, ცენტრის გარეთ 420 დოლარად.
თბილისი
ექსპერტების აზრით, თბილისის ცენტრში ბინის 1 კვადრატული მეტრი საშუალოდ 2030 დოლარად იყიდება, ცენტრის გარეთ კი 1060 დოლარად.
საქართველოს დედაქალაქის ცენტრში 1 ოთახიანი ბინის დაქირავება თვეში საშუალოდ 725$ ღირს, ცენტრის გარეთ – 470$.
თბილისის ცენტრში სამოთახიანი ბინა თვეში საშუალოდ 1355 დოლარად ქირავდება, ცენტრის გარეთ 800 დოლარად.