პოლიტიკა

„ზვარტნოციდან“ რუსი მესაზღვრეების გაყვანით სომხეთმა რუსეთისაგან დაიბრუნა  სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი კომპონენტი

დღეს რუსი მესაზღვრეები “ზვართნოცის” აეროპორტს ტოვებენ. რუსეთის სახელმწიფო მედია Sputnik-მა ეს ფაქტი ასე წარმოადგინა: „ათწლიანი უნაკლო სამსახურის შემდეგ მიდიან. რუსეთის უფს-მ სომხეთის მხარეს გადასცა სახელმწიფო საზღვარი საჰაერო სივრცეში, რომელსაც სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 32 წელი იცავდა. ოქმში ნათქვამია, რომ „რუსმა სპეციალისტებმა გაუწიეს ფასდაუდებელი დახმარება, მათ შორის ეროვნული პერსონალის მომზადებაში“.

 „თქვენმა არა ყოველთვის შესამჩნევმა, მაგრამ ძალზე აუცილებელმა შრომამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც სომხეთის, ისე რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ თქვენი წყალობით საზღვარი ჩაკეტილია“, – განაცხადა რუსეთის საელჩოს მრჩეველმა-ელჩმა მაქსიმ სელეზნიოვმა.

გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ რუსეთის ფედერაციის უფს-ს სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები და უფს-ს მესაზღვრეები.

ინიციატივა  „თავისუფალი სომხეთის“  დამფუძნებელი ედგარ არაქელიანი ამ ვითარებას Factor TV-სთან საუბარში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს რუსული პოლიტიკის წარუმატებლობაზე და რეგიონიდან რუსული ფაქტორის გასვლაზე  მიუთითებს.

„ზვართნოციდან“ რუსების წასვლა კარგია და ეს მოსალოცი ამბავია.   ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია თავისი საჰაერო საზღვრის დაცვა. ეს არის სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი კომპონენტების დაბრუნება სომხეთის რესპუბლიკაში, რომლებიც ოდესღაც გადაეცა რუსეთის ფედერაციას. ბუნებრივია, რომ სომხეთის საჰაერო საზღვარს სომხეთის მესაზღვრეები უნდა იცავდნენ. რუსეთს შეუძლია სომხეთის  საიდუმლო ინფორმაცია აზერბაიჯანს გადასცეს მანამ, სანამ რუსები დგანან სომხეთ-ირანის საგუშაგოზე. “ზვართნოციდან” წასვლის შემდეგ რუსებმა უნდა დატოვონ ირანის საზღვარიც, მათი იქ დარჩენა ალოგიკურია. რუსეთის ფედერაცია ტოვებს რეგიონს, ისინი ტოვებენ “ზვართნოცს”. რუსების მიმართ ნდობა ნულოვანია, რუსების ყოფნა პრობლემას უქმნის სომხეთის უსაფრთხოებას, ასევე დასავლეთთან ურთიერთობას, ამიტომ რუსებმა სომხეთ-ირანის და სომხეთ-თურქეთის საზღვრებიც უნდა დატოვონ. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვრები. თუ თურქული არმია თავს დაესხმება სომხეთს. არ შეაჩერებს რუსეთის ფედერაციის 102-ე ბაზა მას არ შეაჩერებს.  რუსი მესაზღვრეები თურქეთის საზღვრიდანაც უნდა იქნენ გაყვანილნი “, – განაცხადა ედგარ არაქელიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button