მეცნიერული საფუძვლის ნაკლებობა: აზერბაიჯანის სახელმწიფო პროპაგანდამ ადგილი იპოვა ვატიკანის ოფიციალურ გაზეთშიც
ვატიკანის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც მთიანი ყარაბაღის სომხური მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლები ალბანეთის მემკვიდრეობად არის წარმოდგენილი, მეცნიერულ საფუძველს მოკლებულია.
ARMENPRESS-ის გადმოცემით ამის შესახებ ინფორმაცას ავრცელებს სამეცნიერო ანალიტიკური ფონდი „გეღარდი“.
ვატიკანის ოფიციალურმა გაზეთმა “L’Osservatore Romano”-მ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სტატია სათაურით “A Khudavang, Ganjasar e Khatiravang Monasteri tra le nuvole”, სადაც სომხური მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლები, დადივანქი, განძასარი და ხათრავანქი წარმოდგენილია როგორც ალბანური მემკვიდრეობა. სტატიის ავტორია როსელა ფაბიანი, რომელიც სტატიაში საუბრობს აზერბაიჯანში ვიზიტებზე და აღნიშნავს, რომ ეწვია “ყარაბაღს” (ხაზგასმა სტატიიდან), გაეცნო “ალბანური მემკვიდრეობის” ცნობილ მონასტრებს.
აღსანიშნავია, რომ სტატია მოკლებულია სამეცნიერო საფუძველს და ეწინააღმდეგება მეცნიერების სტანდარტებს, ეფუძნება მხოლოდ ავტორის დაკვირვებებსა და შთაბეჭდილებებს. სტატიის სათაურში სომხური ძეგლების აზერბაიჯანული სახელწოდებების გამოყენებაც კი მიუთითებს იმაზე, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო პროპაგანდა ვატიკანის ოფიციალურ გაზეთშიც არის“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ სომხური კულტურული მემკვიდრეობის ექსპროპრიაციის ეს მექანიზმი იზიდავს ახალ საერთაშორისო პლატფორმებს, რაც ბუნებრივია ეფუძნება აზერბაიჯანის მდიდარ ნავთობ ინდუსტრიას და სახელმწიფოს მხრიდან უზარმაზარი თანხების ინვესტიციას საერთაშორისო სტრუქტურებისა და ორგანიზაციების საქმიანობაში.
„აზერბაიჯანმა ისტორიის გაყალბება არა მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკად, არამედ საერთაშორისო პლატფორმებიდან მოსმენილ თეორიად აქცია. ერთის მხრივ, ბაქო თითქოს აშენებს თავის „მულტიკულტურულ და დემოკრატიულ“ იმიჯს, მეორე მხრივ კი სომხური კულტურული მემკვიდრეობის ექსპროპრიაციის მექანიზმების „ინტერნაციონალიზაციას“ ახდენს.
რამდენიმე თვის წინ პოლონეთში მოეწყო ეგრეთ წოდებული „ალბანური მემკვიდრეობის“ ფოტოგამოფენა, სადაც აზერბაიჯანის საელჩომ კვლავ აქტიური გავლენა მოახდინა. ყოველივე ეს ქმნის სახიფათო ნიადაგს სომხური მემკვიდრეობის იდენტურობის დამახინჯებისთვის, ისტორიული ფაქტების გაყალბებისა და ამ თეზისების საერთაშორისო პლატფორმების საშუალებით გავრცელებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ფონდი „გეღარდი“ გმობს ალიევის დიქტატორული რეჟიმის მიერ სომხური კულტურული მემკვიდრეობის ყველა შესაძლო საშუალებით ჩამორთმევის პოლიტიკას და მოუწოდებს პრესტიჟულ საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციებს და სტრუქტურებს, ასევე მასმედიას, დაგმონ აზერბაიჯანის სახელმწიფოს ანტისომხური პროპაგანდა.