კულტურა
საფრანგეთი ჩართულია ტათევის დიდი უდაბნოს სამონასტრო კომპლექსის აღდგენის პროექტში
საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სომხეთის რესპუბლიკაში, ოლივიე დეკოტინიმ განაცხადა, რომ პარიზი ჩართულია ტათტევის დიდი უდაბნოს სამონასტრო კომპლექსის აღდგენის პროექტში. „ARMENPRESS“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა სომხეთში X-ის მიკრობლოგზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა.
“ტათევის მონასტერი სომხური კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი სამკაულია და აღნიშნავს ქვეყნის იდენტობას. საფრანგეთი ჩართულია ტათევის დიდი უდაბნოს სამონასტრო კომპლექსის აღდგენის პროექტში”, – აღნიშნა ელჩმა დეკოტინიმ თავის ჩანაწერში.