სომხეთში ჩასული ინდოეთის 17000 მოქალაქიდან 11000 დარჩა, 25% სომხეთში აღარ იმყოფება- ცბ-ის თავმჯდომარე
სომხეთზე საგარეო მოთხოვნა შემცირდა, რის შედეგადაც შემცირდა შემომავალი ტურისტების ხარჯი ერთ სულ მოსახლეზე. ამის შესახებ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მარტინ გალსტიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გარდა ამისა, გვყავდა შრომითი მიგრანტები საზღვარგარეთიდან, რომელთა ნაწილი, ჩვენი სტატისტიკით, უკვე ტოვებს სომხეთს. ეს ეხება არა მხოლოდ მაღალკვალიფიციურ ადამიანებს, არამედ დაბალკვალიფიციურ მუშახელსაც“, – განაცხადა მან.
გალსტიანმა მაგალითად მოიყვანა ინდოეთის მოქალაქეები. „სომხეთში ჩასული ინდოეთის მოქალაქეების 25% აღარ იმყოფება სომხეთში, რაც საგარეო მოთხოვნის შესუსტებაზე მიუთითებს. მათ მოსვლა დაიწყეს გასული წლის დასაწყისში, პიკში გვყავდა 17,000 ინდოელი მოქალაქე, ბოლოს 11000 დარჩა“, – თქვა მან.
გალსტიანმა ასევე აღნიშნა, რომ მომსახურების სექტორში ინფლაციის მაჩვენებელი ნელდება.