ეკონომიკა
ჩინეთიდან სომხეთში ტრანსპორტირებამ დაადასტურა სამხრეთ დერეფნის ეფექტურობა: IRU
აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის სამხრეთი განშტოება უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს ტვირთების გადაზიდვის სფეროში. უახლესი 20 დღიანი სატვირთო მიმოსვლა აჩვენებს სამხრეთ დერეფნის უზარმაზარ პოტენციალს, წერს საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირი (IRU).
შანხაიდან სომხეთის დედაქალაქ ერევანში ტვირთის TIR (საერთაშირისო სატრანზიტო გადაზიდვის კონვენცია) ტრანსპორტირებას მხოლოდ 20 დღე დასჭირდა.
Gold Way-ის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიის მძიმე სატვირთო მანქანამ ხორგოსის საგუშაგოთი გადაკვეთა ჩინეთისა და ყაზახეთის საზღვარი, რის შემდეგაც ტრანზიტით გაიარა ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და ირანი.