საერთაშორისო

6 აგვისტოს კამალა ჰარისი წინასაარჩევნო კამპანიაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატს წარადგენს:  Reuters

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი აპირებს, 6 აგვისტოს, პენსილვანიის შტატში, ფილადელფიაში გამართულ აქციაზე წარადგინოს თავისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიისთვის. ამის შესახებ Reuters ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მათი თქმით, ადგილის არჩევა იმაზე მიუთითებს, რომ ჰარისის კანდიდატი, რომელიც მომავალ არჩევნებზე ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე იქნება წარდგენილი, დიდი ალბათობით, პენსილვანიის გუბერნატორი ჯოშ შაპირო იქნება.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართება, რესპუბლიკური პარტია წარმოადგენს აშშ-ს ყოფილ ლიდერ დონალდ ტრამპს, ხოლო ჯეიმს დევიდ ვენსი იქნება მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი.

სავარაუდოდ, ჰარისი მალე დადასტურდება დემოკრატიული საპრეზიდენტო კანდიდატად. ოფიციალურად, დემოკრატიული პარტია ამ საკითხს 1-5 აგვისტოს ონლაინ რეჟიმში უყრის კენჭს.

ნახეთ მეტი
Back to top button