საფრანგეთის სენატის საგარეო გავლენის კომიტეტმა წარმოადგინა მოხსენება სახელწოდებით “მავნე საგარეო ინტერვენციის წინააღმდეგ ბრძოლა”, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ბაქოს ეხებოდა. ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანი არის ახალი სახიფათო ელემენტი საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც საფრთხეს უქმნის საფრანგეთს და ახდენს დემოკრატიის დისკრედიტაციას.
„პარიზის მიერ სომხეთის მხარდაჭერის შემდეგ, აზერბაიჯანმა აქტიური მტრობა დაიწყო. ეს გამოიხატება საფრანგეთის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობებით. ფრანგმა მინისტრებმა აღნიშნეს უპრეცედენტო კრიზისი საფრანგეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანი საფრანგეთის წინააღმდეგ ოპერაციებს რუსეთის მხარდაჭერით ახორციელებს და არა სახელმწიფო სტრუქტურების მეშვეობით. „ეს ქმედებები ვრცელდება საფრანგეთის საზღვარგარეთის ტერიტორიებზეც“, – ნათქვამია დოკუმენტში.
აღნიშნულია, რომ ბაქომ ასევე მოაწყო დეზინფორმაციული კამპანია ოლიმპიური თამაშების წინააღმდეგ.