ეკონომიკამთავარი

მთავრობამ შექმნა დახურული სააქციო საზოგადოება „ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა“

სომხეთის რესპუბლიკაში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის მართვის მიზნით, მთავრობამ შექმნა დახურული სააქციო საზოგადოება „ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა“. Armenpress-ის ინფორმაციით, პროექტი მთავრობის სხდომაზე ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა წარადგინა.

„პროექტი ითვალისწინებს დახურული სააქციო საზოგადოების შექმნას სომხეთის რესპუბლიკაში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის მართვის მიზნით. ჩვენი ენერგეტიკული სექტორის სტრატეგიაში, ახლანდელი ატომური ელექტროსადგურის ვადის გასვლის შემდეგ უნდა გვქონდეს მიმდებარე ტერიტორიაზე მინიმუმ იგივე სიმძლავრის ახალი ენერგობლოკი, რომელიც გააგრძელებს მუშაობას, როგორც ამჟამინდელი ატომური ელექტროსადგური. იმისათვის, რომ ეს პროცესი უფრო ორგანიზებულად, ინსტიტუციურად და სისტემატურად განხორციელდეს, ჩვენ ვთავაზობთ ამ კომპანიის შექმნას“, – განაცხადა სანოსიანმა.

მისივე თქმით, დსს-ის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით განხორციელდება და ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციის ქვეშ იქნება.

„მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ ეს კომპანია უნდა გახდეს სტრუქტურა, რომელიც განახორციელებს მთელ სამშენებლო პროცესს, როგორც შემკვეთი და მონიტორინგის ორგანო, რის შემდეგაც ეს ორგანიზაცია განახორციელებს ახალი ატომური ელექტროსადგურის ექსპლოატაციას“, – დაასკვნა სანოსიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button