საერთაშორისო

ურსულა ფონ დერ ლაიენი – კრემლმა ევროკავშირისა და აშშ-ის უდანაშაულო მოქალაქეები, სამართლიანი რუსი დემოკრატები მსჯავრდებულ კრიმინალებსა და მკვლელებზე გაცვალა

1tv.ge წერს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმება პატიმრების გაცვლის შედეგად რუსეთში დაკავებული პირების გათავისუფლებას და აცხადებს, რომ კრემლმა ისინი მსჯავრდებულ კრიმინალებსა და მკვლელებზე გაცვალა. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„მივესალმები რუსეთში ტყვედ მყოფი ევროკავშირისა და აშშ-ის უდანაშაულო მოქალაქეებისა და სამართლიანი რუსი დემოკრატების გათავისუფლებას. კრემლმა ისინი მსჯავრდებულ კრიმინალებსა და მკვლელებზე გაცვალა. ეს აჩვენებს მკვეთრ განსხვავებას. ეს არის დიდი სიხარულის მომენტი ყველასთვის, ვინც იბრძოდა მათი თავისუფლებისთვის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

პატიმრების მასშტაბური გაცვლის შედეგად, რუსეთმა და ბელარუსმა დასავლეთის ქვეყნებს გადასცეს 16 ადამიანი, მათ შორის აშშ-ის სამი მოქალაქე და „მწვანე ბარათის“ ერთი მფლობელი. რუსეთში კი დასავლეთის ქვეყნებში პატიმრობიდან რვა მოქალაქე დაბრუნდა.

ნახეთ მეტი
Back to top button