ეკონომიკა

აგბ  (ADB)  მისიასთან განიხილეს სასესხო ხელშეკრულება სისიანი-ქაჯარის გზის ჩრდილოეთ ქვესექციის მშენებლობისთვის

ფონდ  “საგზაო დეპარტამენტის” ინფორმაციით, სომხეთის  ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ქრისტინე გალეჩიანმა დღეს მიიღო აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფაქტების დამდგენი მისიის წევრები, რომელსაც ADB-ის მუდმივი მისიის დირექტორი დონ ლამბერტი ხელმძღვანელობს. შეხვედრას ფონდ „საგზაო დეპარტამენტის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ADB-ის ფაქტების დამდგენი მისიის მიზანია ჩრდილოეთ-სამხრეთის სისიანი-ყაჯარის გზის 27 კმ სიგრძის ჩრდილოეთ ქვესექციის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული საკითხების დეტალების განხილვა და სასესხო ხელშეკრულების ტექსტის მომზადება.  აღსანიშნავია, რომ ADB სომხეთის  მთავრობასთან ერთად დააფინანსებს სისიანი-ყაჯარის გზის ჩრდილოეთ ქვესექციის მშენებლობას.

შეხვედრაზე ფაქტების დამდგენი მისიის შედეგები შეჯამდა. კერძოდ, ხაზი გაესვა, რომ ჩრდილოეთ-სამხრეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. პროექტის განხორციელებისას განიხილეს ბანკის, სრ მთავრობის, განმახორციელებელი ორგანოს თანამშრომლობის მექანიზმები და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის შესაძლებლობების განვითარება.

განსაკუთრებული მინიშნება გაკეთდა აღნიშნულ გზის მონაკვეთზე გასაშენებელი ხიდებისა და გვირაბების უსაფრთხოების სისტემებზე, მათ სტანდარტებზე, მომსახურების მახასიათებლებზე და აღინიშნა, რომ ამ საკითხებში უნდა იყოს ჩართული უახლესი მეთოდები.

დისკუსიის მონაწილეები შეეხნენ პროექტის ფინანსურ, შესყიდვების პროცესების, გარემოს დაცვისა და სოციალური ზემოქმედების საკითხებს.

ნახეთ მეტი
Back to top button