ებრაელებისთვის სომხეთი უსაფრთხო, აზერბაიჯანი კი საშიშ ქვეყნებს შორისაა
ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭომ გააფრთხილა ისრაელელები, რომ არ გაემგზავრონ 40-მდე ქვეყანაში, რომლებიც შეფასებულია, როგორც ზომიერი ან მაღალი საფრთხის შემცველი და ასევე მოუწოდა მათ მიიღონ დამატებითი ზომები , ხაზგასმულად არ უნენონ მათი ებრაული იდენტობა. Factor.am-ის მიხედვით წერს The Times of Israel.
„ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, ირანმა, ჰეზბოლამ და ჰამასმა გამოაცხადეს შურისძიება ჰამასის პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს და ჰეზბოლას სტრატეგიული ერთეულის მეთაურის ფუად შუქრის დაღუპვისათვის“, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.
ისრაელელებს, რომლებიც გეგმავენ 3 ან 4 დონის საფრთხის მქონე ქვეყნების მონახულებას, ურჩევენ “სერიოზულად გადახედონ” თავიანთ გეგმებს და “ყველა სხვა მიმართულებას” გამოიჩინონ დამატებითი სიფრთხილე. სომხეთი შედის იმ ქვეყნების სიაში პირველ დონეზე, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს (No travel risk), აზერბაიჯანი კი მეორე დონეზეა, როგორც პოტენციურად სახიფათო (Potential საფრთხე).
„სხვადასხვა ტერორისტული ინფრასტრუქტურის არსებობის გამო, ქვეყანა კვლავ პოტენციურ საფრთხედ რჩება ისრაელელებისა და ებრაელებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.