საერთაშორისო

ივლისში საქართველოდან დეპორტირებული იქნა 35 უცხოელი, მათ შორის აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეები

ივლისში საქართველოდან დეპორტირებული  იქნა  35 უცხოელი, რომლებიც ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

NGnewsgeorgia-ს ცნობით, საქართველოდან დეპორტირებულებს შორის არიან აზერბაიჯანის, ირანის, თურქეთის, ჩინეთის, უზბეკეთის, ნიგერიის, ეგვიპტის, ინდოეთის და იორდანიის მოქალაქეები.

უცხოელთა ნაწილმა  ნებაყოფლობით დატოვა საქართველოს ტერიტორია, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტმა იძულებით გააძევა ქვეყნიდან.

გასულ წელს საქართველოდან დეპორტირებული იქნა 190 უცხოელი, 2022 წელს კი 165.

ნახეთ მეტი
Back to top button