ისრაელში წინასწარმეტყველებენ ირანის საპასუხო დარტყმის სავარაუდო თარიღს
12-13 აგვისტოს, ებრაელი ხალხის ეროვნული გლოვის დღეს (იერუსალიმის პირველი და მეორე ტაძრების დანგრევის დღე), ირანი გეგმავს ისრაელზე თავდასხმას. წერს The Jerusalem Post Sky News Arabiya-ს წყაროებზე დაყრდნობით. არსებული ინფორმაციით, ირანის თავდასხმა კოორდინირებული იქნება ლიბანში მოქმედ შიიტურ ჰეზბოლასთან, რომელიც მხარს უჭერს ირანს“, – წერს გამოცემა.
წყაროს ცნობით, ამ დღეს თავდასხმა მოულოდნელი უნდა იყოს, რადგან ისრაელის უშიშროების ძალები მოსალოდნელია, რომ რელიგიურ რიტუალებს შეასრულებენ და თავდასხმისთვის მზად არ იქნებიან.
შეგახსენებთ, 31 ივლისს ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა გამოაცხადა მოძრაობის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის ისმაილ ჰანიეს გარდაცვალება თეირანში, სადაც ის ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
The New York Times-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ ისრაელის წინააღმდეგ პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა თეირანში ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ.