კულტურა

რატომ არ არის ალბანური წარწერები მთიანი ყარაბაღის  XI-XII საუკუნეების ეკლესიებზე? – L’Osservatore Romano

გაზეთი L’Osservatore Romano აქვეყბებს როზელა ფაბიანის სტატიას:  „მოგზაურობა ძველ კავკასიურ ალბანეთში: ქრისტიანობის საწყისებში“.  ამ სტატიასთან დაკავშირებით, რომელმაც ზოგიერთის  უკმაყოფილება  გამოიწვია, იმავე გაზეთმა გამოაქვეყნა თეოლოგიის დოქტორის, დასავლეთ ევროპის პაპის დელეგატის და წმინდა საყდარში სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის წარმომადგენლის ხაჯაკ ფარსამიანის მოსაზრებები.

„ენთუზიაზმი, რომელიც გამოსჭვივის  ფაბიანის სტრიქონებიდან,  ყოველთვის უნდა იყოს შერწყმული ისტორიული ინფორმაციის სიმკაცრესთან. წარსულის მოყოლა, უპირველეს ყოვლისა, მოითხოვს ცოდნას და პატივისცემას იმ წყაროებისა და მეთოდების მიმართ, რომლებიც საჭიროებენ მათ გამოყენებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვავრცელებთ ისტორიის დამახინჯებულ და შეცდომაში შემყვან შეხედულებას, რაც ხელს უწყობს გაუგებრობების ზრდას.

გასაკვირია, მაგალითად, ძველი კავკასიური ალბანეთის გეოგრაფიული განსაზღვრება, როგორც ტერიტორია, რომელიც „გადაჭიმული იყო ჩრდილოეთით მთებიდან სამხრეთით მდინარე არაქსამდე და აღმოსავლეთით კასპიის ზღვიდან დასავლეთისკენ, საქართველოს (მაშინდელი იბერიის) საზღვრებამდე “.  

ამ დროისთვის უცნობია ერთ-ერთი უძველესი კავკასიური სამეფოს, სომხეთის არსებობა, რომელიც, ყველა კლასიკური წყაროს მიხედვით, ესაზღვრებოდა ალბანეთს. მეორე მხრივ, ალბანეთის გაფართოებას არასში (კლასიკურ წყაროებში არაქსი) ეწინააღმდეგება იმავე წყაროების მტკიცებულებებს.

უფრო მეტიც, საუბარია ალბანეთზე, რომელიც გადაჭიმულია მდინარე მტკვარის ჩრდილოეთით, სადაც იყო ქვეყნის პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი, ეკლესია, რომელიც ტრადიციულად პირველ ალბანურ ეკლესიად ითვლებოდა და სადაც დღემდე ცნობილია მხოლოდ შვიდი ალბანური წარწერა. IV საუკუნის მიწურულს მხოლოდ მდინარე არასის სამხრეთით მიწები შედიოდა ალბანეთის  თავდაპირველ ტერიტორიაში.

ქრისტიანობის შეღწევა კავკასიაში და ამ რეგიონში ჩამოყალიბებული სამი ეროვნული ეკლესიის, ალბანურის, სომხურის და ქართულის ურთიერთობა, კომპლექსური თემაა, რომელიც ბოლომდე არ არის განმარტებული.

სომხური და ალბანური ეკლესიების თანაარსებობა მათი არსებობის პირველი საუკუნეებიდანაც არ იყო ადვილი. ალბანეთის ეკლესიაზე დიდი გავლენა იქონია სომხურმა ეკლესიამ, იმდენად, რომ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული იგი ღრმად გასომხებული იყო. ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ ამ ურთიერთობების სირთულე და ვამტკიცებთ, რომ ალბანური ეკლესიის „გასომხება“ მე-19 საუკუნის დასაწყისიდან იწყება, 1828 წლის თურქმენჩას სამშვიდობო ხელშეკრულებისა და 1836 წელს ალბანური ეკლესიის დაშლის მოტივით.

რატომ არის, რომ  სტატიაში ნახსენები ალბანეთის კათალიკოსის მმართველობის ქვეშ მოქმედ მთიანი ყარაბაღის ეკლესიებზე  მხოლოდ სომხური წარწერები, რომლებიც თარიღდება არანაკლებ მე-11-12 საუკუნეებით, მაშინ როცა იქ ალბანური წარწერები არ არის?

ნახეთ მეტი
Back to top button