სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ოლიმპიადაზე ასპარეზობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს ქართული მედია.

ქართველ ძიუდოისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და ვეტერანი ძიუდოისტები დახვდნენ. ადგილზე შეკრებილებმა მადლობა გადაუხადეს სპორტსმენებს საუკეთესო ასპარეზობისა და საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის.

პარიზის ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტებმა საქართველოს დელეგაციას სამი მედალი მოუტანეს. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლის მედლები კი ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.

ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს შერეულმა გუნდმაც იასპარეზა, რომელიც მერვედფინალში იტალიასთან 3:4 დამარცხდა.

ნახეთ მეტი
Back to top button