საერთაშორისო
ჰანიესთვის შურისძიების სცენარის გამოცნობა შეუძლებელია – ჰოსეინ ტაიბი
ჰანიესთვის შურისძიების სცენარი ერთ-ერთია იმ სცენარიდან, რომლის გამოცნობაც შეუძლებელია. ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მთავარსარდლის მრჩეველმა ჰოსეინ ტაიბმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო IRNA ავრცელებს.
„რადგან დღეს ისრაელელებმა არ იციან როგორია ირანის სცენარი, მათი შიდა მდგომარეობა სოციალურად შერყეულია და ეკონომიკურად კაპიტალი ტოვებს რეგიონს და არავინ ინვესტირებას არ აკეთებს ისრაელში“, – თქვა ტაიბმა და დასძინა, რომ ნეთანიაჰუს სურს, რომ ჰამასმა დამარცხება რეგიონალური ომად აქციოს და მასში აშშ ჩართოს.
მანამდე ჩვენ ვაქვეყნებდით, რომ ისრაელის მედიამ იწინასწარმეტყველა, რომ 12-13 აგვისტოს, ებრაელი ხალხის ეროვნული გლოვის დღეს (იერუსალიმის პირველი და მეორე ტაძრების დანგრევის დღე) ირანი გეგმავს ისრაელზე თავდასხმას.