პოლიტიკა

კამალა ჰარისი ოფიციალურად გახდა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი

ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატად აშშ-ის დემოკრატიული პარტიის დელეგატებმა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი აირჩიეს. ამის შესახებ იუწყება სააგენტო Associated Press.

ონლაინ ხმის მიცემის 5 დღის შემდეგ, ჰარისი ოფიციალურად გახდა დემოკრატიული საპრეზიდენტო კანდიდატი, მიიღო თითქმის 4600 ხმა, რაც დელეგატების 99%-ს შეადგენს.

ახლა ჰარისმა უნდა გამოაცხადოს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც მასთან ერთად იყრის კენჭს. სააგენტო Reuters-ის წყაროების ცნობით, კანდიდატებს შორის არიან პენსილვანიის გუბერნატორი ჯოშ შაპირო და მინესოტას გუბერნატორი ტიმ ვოლსი.

ჰარისი პრეზიდენტის პოსტისთვის აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეებრძოლება. ჰარისმა მიიღო საპრეზიდენტო კანდიდატი მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება საარჩევნო კამპანიიდან გასვლის შესახებ ივლისში.

ნახეთ მეტი
Back to top button