საერთაშორისო

აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა. ამის შესახებ წერს METGAZETI.

კომიტეტის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში 5 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე ოჯახებს მიეცათ შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ინფორმაცია თავიანთი ახლობლების მოძიებისა და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებით.

ასევე, ნეშტები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

ორგანიზაციის ინფორმაციითვე, 2013 წლიდან სხვადასხვა ლოკაციაზე მოძიებულია 543 ადამიანის ნეშტი, აქედან 301 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს. 1992-93 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1849 ადამიანი, მათ შორის -სამხედრო და სამოქალაქო პირები.

ნახეთ მეტი
Back to top button