პოლიტიკა

თეირანი მზადყოფნას გამოთქვამდა სომხეთს სამხედრო დახმარება გაუწიოს  – ირანელი პოლიტოლოგი

ირანსა და თურქულ-აზერბაიჯანულ ტანდემს შორის დაპირისპირება სამხრეთ კავკასიაშიც მიმდინარეობს. საუბარია ბაქოსა და ანკარას პრეტენზიებზე ე.წ „ზანგეზურის დერეფანთან“ დაკავშირებით. ირანი ამას მიუღებლად მიიჩნევს. ამის შესახებ ირანელმა პოლიტოლოგმა პუჯა ჰოსეინმა NEWS.am-ის ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ თურქეთი ცდილობს გააძლიეროს თავისი გავლენა, ირანი კი ცდილობს შეავსოს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების შესუსტებით გამოწვეული ვაკუუმი.

„თეირანი ცდილობს გადაჭრას რეგიონში უსაფრთხოების პრობლემები და ხელი შეუშალოს თურქეთს პოზიციების გაძლიერებაში“, – დასძინა ექსპერტმა.

ჰოსეინმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი უკვე რამდენიმე წელია იარაღს ყიდულობს ისრაელიდან და ამას ირანი ხედავს.

„ეს არის მიმართული ირანის წინააღმდეგ და თუ იქნება ფართომასშტაბიანი ომი, შესაძლოა აზერბაიჯანი გახდეს ერთ-ერთი ანტიირანული ცენტრი. ასეთ შემთხვევაში ირანის ლეგიტიმური სამიზნე აზერბაიჯანიც გახდება. ირანიდან ეს სიგნალები მიმართულია აზერბაიჯანისკენ, რომელიც თურქეთისა და ისრაელის სერიოზული გავლენის ქვეშ იმყოფება.

თუმცა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს არ სურს მშვიდობა და რეგიონში დაძაბულობას ქმნის. სომხეთმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ვერ წარმოუდგენია ექსტრატერიტორიული გზა. ირანისთვისაც მიუღებელია, თუ სომხეთის გზებს მესამე ქვეყნები გააკონტროლებენ. როდესაც ირანი საუბრობს მესამე ქვეყნების მიერ სომხეთის გავლით გზებზე კონტროლის მიუღებლობაზე, ეს ეხება რუსეთსაც და დასავლეთსაც“, – დასძინა ირანელმა პოლიტოლოგმა.

მან გამოთქვა რწმენა, რომ თურქულ-აზერბაიჯანული ტანდემი ელოდება შესაძლებლობას, რომ სომხეთის ტერიტორიის წინააღმდეგ მოქმედება განახორციელოს, რის გამოც ირანი ყველა სცენარს მაგიდაზე ინახავს.

„ყოველთვის, როცა ირანი რეაგირებს სომხეთის საზღვრებთან ჯარების დაგროვებაზე, ატარებს წვრთნებს, აგზავნის სიგნალებს და გაფრთხილებებს აძლევს. როგორც ადრე თქვა სომხეთში ირანის ელჩმა, ომის შემთხვევაში ირანი წინააღმდეგობას გაუწევს, რადგან ეს საკითხი ასევე დაკავშირებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოებასთან“, – აღნიშნა ექსპერტმა

მან აღნიშნა, რომ ირანმა გამოხატა მზადყოფნა სომხეთს, დახმარებას გაუწიოს, მათ შორის სამხედრო, თუმცა ოფიციალური ერევნისგან პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

„ჩემი აზრით, მესამე მხარეები ახორციელებენ სერიოზულ გავლენას, რათა სომხეთმა არ მისცეს საშუალება ითანამშრომლოს ირანთან უსაფრთხოების სფეროში. მესამე მხარე ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს დასავლეთის ქვეყნები. შესაძლოა, რუსეთის პოზიციების შესუსტების შემდეგ, ერთდროულად გაჩნდეს ირანის პოზიციების შესუსტების სურვილიც. ეს გააძლიერებს თურქეთის პოზიციებს რეგიონში, რაც აზიანებს სომხეთის ინტერესებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ირანს და სომხეთს შეუძლიათ და უნდა აღადგინონ ბალანსი რეგიონში“, – დაასკვნა ჰოსეინმა.

ნახეთ მეტი
Back to top button