სპორტი
“ნოას” მეკარემ ოგნიენ ჩანჩარევიჩმა საკუთარი საჯარიმოდან მოწინააღმდეგის კარში გოლი გაიტანა (ვიდეო)
საკონფერენციო ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში “ნოამ” აეკს უმასპინძლა და 3-1 მოიგო. 22-ე წუთზე გარსიამ მეტოქე დააწინაურა, 34-ე წუთზე კი პინსონმა ანგარიში გაათანაბრა.
სომხეთის ნაკრებისა და “ნოას” კლუბის მეკარემ ოგნიენ ჩანჩარევიჩმა გოლი მეორე ტაიმის 67-ე წუთზე საკუთარი საჯარიმოდან გაიტანა და ანგარიში 2-1 გახადა. დამატებული დროის მე-3 წუთზე გრეგორიომ ანგარიში 3-1 გახადა.